რეგისტრირებული ფაქტები81320
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ავალიშვილი რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას სიძე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 9 იანვარს ქ. თელავში, ღვთისმშობლის ეკლესიაში ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პეტრე ნიკოლოზის ძე ციხისთავიშვილი ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაქოს გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა მუშათა მდგომარეობისა და განწყობის გასაცნობად ქარხნები დაათვალიერა, სადაც მათ პირობებსა და მოთხოვნებს გაეცნო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ერმილე სტეფანეს ძე პაპიტოვის გორში მდებარე სართულნახევრიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით იორამის ძე თარხან-მოურავის ახალქალაქსა და სათარხნოში მდებარე სახნავ-სათეს მიწებს, საძოვარ ადგილებსა და ტყეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ აბელის ძე კალატოზოვის ბრეთში მდებარე სახნავ-სათეს მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუდმილა ათანასეს ასულ შატბერაშვილს ხაშურში 18 დესეტინა და 1600 კვადრატული საჟენი სამოსახლო და სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუდმილა ათანასეს ასულ შატბერაშვილის ხაშურში მდებარე სამოსახლო და სახნავ-სათეს მიწას.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი თბილისში ჯერ მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, შემდეგ კი ოლქის სასამართლოში – ბრალმდებლის ამხანაგად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს მარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, ქრისტეფორე მამაცაშვილი და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე და კიტა აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ანდრია ღულაძე, ილია ზურაბიშვილი და გრიგოლ აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქალაქის გამგეობის საგანგებო კომისიას გიორგი ქანანოვისთვის პურის ფქვილის ყიდვა დაუვალებია, რათა სანიმუშოდ პური გამოეცხოთ და გამომცხვარი პურის ფასი დაედგინათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 ოქტომბრის “ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პ. ჯანელიძე ლეჩხუმის მაზრის სამმართველოს მოხელე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში სვანეთში ჩამოსულ ორ უცხოელ მოგზაურს პ. ჯანელიძე იალბუზის წვერზე ასასვლელად წაყვა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის ოქტომბერში პ. ჯანელიძე ორ უცხოელ მოგზაურს იალბუზის წვერზე ასასვლელად წაყვა. მოგზაურები და ჯანელიძე ქარიშხლის გამო ღამის გასათევად მთის წვერზე დარჩნენ. მეორე დილით ჯანელიძე გარდაცვლილი იპოვეს.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ოლქის სასამართლომ გრიგორ ბეჟოევის საქმე განიხილა, რომელსაც ვერაგობა და სხვისი ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა წარედგინათ იერემია გულისაშვილის ოთხმოქმედებიანი თხზულება „ცხოვრება ბრძოლაა”.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის დეკემბერში ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი ოჩამჩირეში იმყოფებოდა. იქაურებს უნდოდათ ეთხოვათ ლევიცკისთვის, რომ მას ოჩამჩირის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელი დაენიშნა, რადგან ასეთმა თხოვნამ ერთხელ შედეგი არ გამოიღო, მათ პირდაპირ უმაღლეს მთავრობას მიმართეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომლის უფროსი თანაშემწე მანსვეტოვი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდა მამულების: ზემო კოდის, აბანოს, აბისისა და ფცის დაყოფის საკითხს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომლის უმცროსი თანაშემწეები ფანიევი და კორინთელი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდნენ თარხან-მოურავების ოჯახის შთამომავლებს შორის მამულების: კავთისხევის, ეზატის, ნოსტეს, გუდალეთის, ერთაწმინდის, ორბეთის, ახალქალაქის, გველდესის დაყოფის საკითხს.