რეგისტრირებული ფაქტები81336
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, კ. ჩიკვაიძე ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის რევიზიის გამო პეტერბურგში მიემგზავრებოდა, რათა საფინანსო სამინისტროსთვის არჩევნების დანიშვნის დაჩქარება ეთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა ყოველდღე, გარდა კვირისა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე იყო გინეკოლოგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე პაციენტებს იღებდა თბილისში, პეტროგრადის ქუჩა 7-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ექიმმა სტომატოლოგმა კონსტანტინე არდაზიანმა განაახლა პაციენტების მიღება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ექიმი სტომატოლოგი კონსტანტინე არდაზიანი პაციენტებს იღებდა თბილისში, მელიქოვის 12-ში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ონსტანტინე არდაზიანი იყო სტომატოლოგი. ის პაციენტებს იღებდა თბილისში, მელიქოვის ქ.N12-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ექიმი მ. დ. სიმხოვიჩი ელიზავეტინსკაიას ქ. N38-ში გადავიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა განხრით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა შინაგან და ბავშვთა სნეულებათა განხრით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. დ. სიმხოვიჩი იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ მას წინა სტატიებშიც არაერთხელ გაუკრიტიკებია ნოე ჟორდანიას მოხსენება, რომელიც ეხებოდა საქართველოს მომავალ წყობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სიმძიმის ცენტრმა ქალაქიდან სოფლისაკენ გადაინაცვლა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. სტატიაში თუმანოვმა გაილაშქრა გაზეთ „ერთობის“ წინააღმდეგ, რომელიც სდებდა მას ბრალს კონტრრევოლუციური აგიტაციის გავრცელებაში საქართველოს გლეხობას შორის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც იგი აკრიტიკებს ნოე ჟორდანიას. თუმანოვი ეთანხმება გაზეთ „ერთობას“, რომ საქართველოს გლეხობა არ კითხულობს არც „Грузия“-ს და არც „Борьба“-ს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, გლეხობა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა იმ ძალას, რომელსაც მას დემოკრატიული წყობა გადასცემდა და არ გაუწევდა ანგარიშს სახელმწიფოს იმდროინდელი ხელმძღვანელობის სოციალისტურ იდეალებს.