რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა ლადიკო გოგოლაშვილისას წერილი რედაქციის მიმართ, რომელშიც მადლობას უხდიდა იმ პირებს, ვინც ხელი შეუწყო 11 ივნისს კვირიკე-ზემოხეთში ნინოშვილის საღამოს გამართვას. ესენი იყვნენ: პუპი ბროკიშვილისა, ელენიჩკა ჭილაძისა, სოფიო ბერსენაძე-ბროკიშვილისა, მელქისადე მარშანია და ბესო ნიკოლაშვილი.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 10 ივნისს სოფ. ნავარძეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი სიმონ სტეფანეს ძე ბარათაშვილი გარდაიცვალა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ივნისს ფილიპე გოგიჩაიშვილი თბილისის სახაზინო პალატის კომისრად დანიშნეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ივნისს ალექსანდრე ანდონიკაშვილი მე-20 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად დაინიშნა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა ექიმ ა. მაჭავარიანის წერილი რედაქტორ კატო მიქელაძის მიმართ „ქალთა სწორუფლიანობისათვის“ ამავე გაზეთის შესახებ, რომელიც იბრძვის არა მარტო ქართველი ქალების უფლებებისათვის, არამედ ზოგადად ყველა ქალისთვის განურჩევლად ეროვნებისა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ოლქის სასამართლოს ბრალმდებელმა იუსტიციის მინისტრს შეატყობინა, რომ ქუთაისის ციხიდან სისხლის სამართლის ძალით დაჭერილი ბევრი ტუსაღი გაანთავისუფლეს. იუსტიციის სამინისტრო ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს ეკითხება როგორი წესით მოხდა მათი განთავისუფლება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსად დაინიშნა შენგელია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N9 წერდა, რომ ინგლისელ ქალთა განთავისუფლებისთვის მებრძოლნი, ე. ი. სუფრაჟისტები მიემგზავრებოდნენ რუსეთში, იქაურ ქალებთან მოსალაპარაკებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა სოფელ ხეთის შემომწირველთა სია ამავე გაზეთის სასარგებლოდ: მღვდელი კონსტანტინე ჯაკობია, პეტრე მეუნარგია, ნესტორ ჭითავა, ნინო და სპირიდონ ხუბულავები, ლეონტი ლატარია, ესტატე ჭითავა, დოროთე კიტია, ვასილ ბუკია, ვარლამ ნაჭყებია, ესტატე ლატარია, ოსიკო გაბუნია, მღვდელი თედორე ქირია, ევდოსი კუტალია, პლატონ ბერაია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: დათიკო თევზაძე, ბესარიონ ქორიძე, პორფილე დოლიძე და სხვები.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელი მტარვალობა (რას ფიქრობენ ქალები)“, ბოლო ნაწილი, რომელიც 1914 წელს დაიბეჭდა „ქალთა პრესსაში“. პუბლიკაციაში ავტორი წერს, რომ მამაკაცთა აზრით, ქალები პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვენ სქესობრივი თავისუფლების გამო. სუფრაჟისტებს კი მიაჩნიათ, რომ ქალები საარჩევნო ხმის მიღების შემთხვევაში უფრო მეტს გააპროტესტებენ სქესობრივ უთანასწორობას, რათა სქესი არ გადაიქცეს სათამაშოდ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 9 გამოქვეყნდა რედაქციის (კატო მიქელაძე) წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელი მტარვალობის“ თარგმანის დასრულებასთან დაკავშირებით. ავტორის ცნობით, გაზეთ „მეგობარში“ დაიბეჭდა წერილი „პროტესტი ქართველი ქალისა“, რომელშიც ამ წერილების თარგმანს მოიხსენიებდნენ როგორც ვულგარულ გამოსვლას და მედიცინის წარმომადგენელთა გამოკვლევას საზიზღარს უწოდებდნენ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა მანზელ მულენის წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის მიმართ, რომელშიც ის მადლობას უხდის მისთვის გაგზავნილი იმ წიგნისთვის, სადაც პანკჰერსტის მიერ აღწერილ სიტუაციას ვენერიულ სნეულებათა შედეგების შესახებ ადასტურებს ინგლისის ჰოსპიტალში თავისი 30 წლიანი მუდმივი მუშაობის გამოცდილებით.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა ტ. ა. ლასსეის წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის მიმართ, რომელშიც ის ეთანხმება მას, რომ ქალების უმრავლესობა თანაუგრძნობს მამაკაცთა გარყვნილებას. მათ იციან პროსტიტუტი ქალების არსებობა, მაგრამ ისინი წარმოუდგენიათ სრულიად განსხვავებულ და დაცემულ არსებებად, რომელნიც ღუპავენ ახალგაზრდა მამაკაცებს. ავტორის აზრით, პანკჰერსტი წერს სასტიკ სიმართლეს მათ შესახებ, რომ ისინი თავად არიან მსხვერპლნი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისს მასწავლებელმა იასონ ამირანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა ამირანაშვილისთვის აღმოსავლური ენების შესასწავლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N9) დაიბეჭდა სოფ. კალაგონის შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: კეკელა ხუნდაძისა, კატო რამიშვილისა, მატრონე ხუნდაძისა, მარო ხუნდაძე და სხვ.

