რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1924 წლებში თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგულის მასწავლებელი ჯერ სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი − ქართულ გიმნაზიაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს დუტუ მეგრელის მეუღლე ანასტასია ერისთავი შვილებთან ერთად გორიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავას დააკისრა ქუთაისის სახაზინო პალატებისა და დაქვემდებარებული ხაზინების კომისრობა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი 30-წლიანი სამხედრო სტაჟით დაბრუნდა სამშობლოში და მეორე ქართული დივიზია შექმნა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის იანვარში კავკავში გარდაიცვალა მიხეილ ბურდული, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა დარჩა. განსვენებულის ძმამ ეს ბიბლიოთეკა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას გადასცა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლიდან კონსტანტინე (კოწია) ხვედელიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917-1923 წლებში კარპეზ სამყურაშვილი იყო ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის წევრი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ემიგრაციიდან თბილისში დაბრუნებული თედო სახოკია მეშვიდე გიმნაზიაში ქართულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკია უცხოეთში იქამდე დარჩა, სანამ 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ტახტს საბოლოოდ არ გამოეცალა დასაყრდენი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917-1918 წლებში ნიკოლოზ გაფრინდაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ლეო ანდრიას ძე შენგელაიამ სხვებთან ერთად დააარსა თავისუფალი გიმნაზია, რომლის გამგეც თვითონ იყო.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, იოსებ გობეჩია პარიზიდან რუსეთში დაბრუნდა.

