საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93616

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 8 ოქტომბერს თბილისის მეექვსე გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსი იოსების ძე ბასიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს სიღარიბს გამო სწავლის გადასახადიდან განთავისუფლება სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ოქტომბერს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა რუსეთის რესპუბლიკის დროებითი საბჭო, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ავქსენტევი, მის მოადგილედ პეშეხოვი. ბოლშევიკებმა დარბაზი დატოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში ჩაბრძანდა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თავმჯდომარე იყო სამთო ინჟინერი ვ. გ. ოკუნევიჩი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ამიერკავკასიის სამმართველოს რკინიგზის ინჟინერი გ. ა. ხატისოვი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატის საკომუნიკაციო გზების კომისარი ალექსანდრე სამოილოვი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხარეო-საბინაო სამმართველოს წარმომადგენელი პ. ა. ლავროვი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს ინჟინერი ნ. ს. ბალბაშევსკი დაესწრო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიურო (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) წევრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან საზოგადო კრებები კლუბის წევრთათვის გაიმართება ქალაქის სამკითხველოში ყოველ კვირა დღეს საღამოს 6 საათზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 2 ოქტომბერს აკაკი გვახარია დაინიშნა ქობულეთის ორშტატიან სასწავლებელში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით ესწრებოდნენ თხევად და მყარ ნავთობზე უფლებამოსილი პირები საქართველოში, ინჟინრები – მ. ა. ოგანეზოვი და დ. კ. ანდრეევი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა მინერალური ნავთობის მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით, რომლის წევრიც იყო საქარხნო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალი ს.ს. დურნოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა მინერალური ნავთობის მომარაგებისა და გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც სამხედრო რაიონული წარმოების კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ფეოდორის ძე ზავალიჩინიც ესწრებოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 2 ოქტომბერს ილია ოდიშელიძე კავკასიის არმიის სარდლად გადაიყვანეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ოქტომბერს ილია ოდიშელიძე საქართველოში დაბრუნდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გურიაში, სოფ. ბახვის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი ფოთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მსახურობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ გაჩეჩილაძე დამტკიცდა ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაზე ასრულებდა ხელსაქმის მასწავლებლის მოვალეობას ზესტაფონის ქალთა გიმნაზიაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან სამსონ გრიგოლის ძე გახარია დაინიშნა ჭოღის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის მუშათა დეპუტატად აირჩიეს.

1917

ტიპი: სტატუსი

გიორგი დავითის ძე ოთხმეზურს 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჰქონდა კაპიტნის ჩინი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ოქტომბრიდან პეტრე ჭარაიასა და მის კოლეგებს ანაზღაურება მოეხსნათ, რადგან გალის სკოლაში ქართული ენის სწავლებას ყურადღება არ ექცეოდა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.