საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ბაქოს დრამატულმა წრემ რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი მიიწვია და მისი მონაწილეობით რამდენიმე წარმოდგენა გამართა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ეპიფანე ჩხაიძე ლანჩხუთის სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს მხატვარმა მოსე თოიძემ გამოფენა გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა რამდენიმე საერო-სასულიერო კონცერტი გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სილოვან ხუნდაძის თაოსნობით წიგნების გასავრცელებლად რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებში დააარსა 20-მდე აგენტურა, ასეთივე აგენტურებს აწყობდა გურიასა და ოდიშში.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გრიგოლ დიასამიძე ყოველკვირეული პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „თემი“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავმა, ალექსანდრე ციმაკურიძემ, შალვა ქიქოძემ, ლადო გუდიაშვილმა და გრიგოლ მესხმა ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებების დასურათება დაიწყეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ივანე გომართელი და იოსებ იმედაშვილი ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორები იყვნენ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის დეკემბერში გიორგი ხერხეულიძის ოჯახმა ცნობა მიიღო, რომ იგი ომში მოკლეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ი. ტორიკაშვილის ნაძალადევის თეატრის გამგე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის იანვარში ი. კანდელაკი ნაძალადევის თეატრში რჟისორის მოადგილე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი „ზაკავკაზსკაია რეჩის“ რედაქტორი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციამ იასე რაჭველის მოთხრობა „მარიანნა“ მიიღო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა იოსებ იმედაშვილის ჯიუტები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში მოსკოვში დიმიტრი არაყიშვილის ნაწარმოებთა ახალი ტომი დაიბეჭდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ე. დ. გორდელაძე „ზაკავკაზსკაია რეჩის“ გამომცემელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ ჭოროხის ხეობაში მოწინავე პოზიციებზე მყოფ ჯარისკაცებს ტანსაცმელი და სადღესასწაულო საჩუქრები ჩაუტანა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის იანვარში გიგო ივანეს ძე თოიძე დაჭრილ მეომართა მიღების დროს სახადით დაავადდა და 15 იანვარს გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებასთან შეიქმნა 50-კაციანი ქართული გუნდი ნიკო სულხანიშვილის ხელმძღვანელობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში თელავში გამართულ სალიტერატურო დილაზე ბაბო სულხანიშვილმა სანდრო შანშიაშვილის „გრძნეული ქალი“ წაიკითხა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის იანვარში ავადმყოფ აკაკი წერეთელს სახლში სევერიან ჭოღოშვილი მკურნალობდა, ხოლო ორ დღეში ერთხელ ჭიათურიდან სხვა ექიმი აკითხავდა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის იანვარში ბარბარე ჯორჯაძის შვილიშვილი პოდპორუჩიკი ნიკოლოზ გიორგის ძე გეხტმანი ოსმალეთის საზღვარზე მოკლეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ე. დ. ლომიძე სურამის დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პოლკოვნიკი კონსტანტინე ალმ. მიქელაძე I მსოფლიო ომში, 1915 წელს, ოსმალეთის საზღვარზე მოკლეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში ლადო ლონგინოზის ძე კავსაძე თბილისში იმყოფებოდა და სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას.