რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორ სტეფანოვს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სტეფანოვმა სემინარიის მმართველობაში უჩივლა. რექტორმა პავლე ჩუდეცკიმ ლაღიაშვილს სთხოვა სასწავლებლიდან წასვლის განცხადება დაეწერა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორ სტეფანოვს წართმეული დღიურის, ხოლო რექტორს წიგნების დაბრუნება სთხოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი მკვლელობამდე 10 დღით ადრე თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორ სტეფანოვს და რექტორ პავლე ჩუდეცკის დაემუქრა, რის გამოც რექტორისაგან გაფრთხილება მიიღო, თუმცა ეს ლაღიაშვილმა არ გაითვალისწინა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში 1885 წლამდე ცხოვრობდა. სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტისა და მის ნაცვლად 6 მანეთის დანიშვნის შემდეგ ცალკე საცხოვრებლად გადავიდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ მარტში მას სახლში ესტუმრა სემინარიის ინსპექტორი, რომელმაც ალექსი ფეოფილაქტეს ძე პისემსკის წიგნი „მეორმოცე წელთა მოღვაწეები“ და დღიური აღმოუჩინა. ისნპექტორს პისემსკის სახელმძღვანელო „Отечественныя Записки“ ეგონა, რის გამოც სემინარიიდან წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს და ყოფაქცევაში ცუდი ნიშანი დაუწერეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიიდან ყოფაქცევაში გამოყოლილი ცუდი ნიშნის გამო სამსახურს ვერსად ვეღარ იწყებდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. სტეფანე შაპოვალოვის შვილებსაც აღარ უტარებდა გაკვეთილებს და სრულიად უსახსროდ დარჩა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ და ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეები დები იყვნენ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვის მეუღლე მარიამ დიმიტრის ასული შაპოვალოვი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვი და მარიამ დიმიტრის ასული შაპოვალოვი ჩვენებაში წერდნენ, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვი და მარიამ დიმიტრის ასული შაპოვალოვი ჩვენებაში წერდნენ, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს პავლე ჩუდეცკი აუგად არასდროს უხსენებია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე და მარიამ დიმიტრის ასული შაპოვალოვები ჩვენებაში წერდნენ, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი სემინარიიდან დათხოვნის შემდეგ გულმოდგინე მეცადინეობას შეუდგა და ალექსანდროვის ინსტიტუტში სწავლას გეგმავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვი და მარიამ დიმიტრის ასული შაპოვალოვი ჩვენებაში წერდნენ, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა გორის სასულიერო სასწავლებლიდან ყოფაქცევის ნიშნის ფურცლის გამოტანა გადაწყვიტა, რადგან თბილისის სემინარიიდან ცუდი ნიშანი გამოჰყვა და ამის გამო არსად იღებდნენ სასწავლებლად, რექტორმა კი გამოსწორებაზე უარი განუცხადა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ლაღიაშვილი გორის მაზრის სოფელ ხურვალეთის მღვდელი იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის მამა იაკობ ლაღიაშვილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს მშობლები 7 წლის ასაკში გარდაეცვალა, რის შემდეგაც ბებიამ ნინა მახარაშვილისამ წაიყვანა გასაზრდელად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინა მახარაშვილისამ, მისმა ნათესავებმა, შვილებმა, გორის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგმა და ზედამხედველმა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი ჩვენებაში დაახასიათეს როგორც კარგი ყოფა-ქცევის, პატივისმცემელი, მომთმენი, ტკბილი ხასიათის ყმაწვილი.