რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს სანდრო შანშიაშვილი ყოველდღიურ გაზეთის, „საქართველოს“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გრიგოლ რცხილაძე ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სალომე ბეჟანის ასულ გურგენიძისამ ქართულ გიმნაზიას სხლითის მამულები შესწირა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე წმ. ანას მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე ავსტრიელებთან ბრძოლის დროს მარჯვენა ხელში დაიჭრა შრაპნელის ტყვიით, განკურნების შემდეგ იგი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ივანე ანდღულაძემ ხიდისთავის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს სადგურ ჰაჯიყაბულის თეატრის მსახიობები იყვნენ: კ. ჩაჩიბაია, ივ. ჩხიკვაძე, კ. კორძაია, ივ. გაჩეჩილაძე, ბ. მიხაილოვი, კ. იაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ჯუმათელი კორენტი ევგენი სოლომონის ძე აფხაზავა I მსოფლიო ომში იბრძოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ხაშურის თეატრის გამგეობამ კონსტანტინე ძნელაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა გომსა და მიმდებარე სოფლებში იაფფასიანი წარმოდგენები გაემართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ მსახიობთა ამხანაგობას წარმოდგენები ყვირილაში, ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, უნდა გაემართა. დასის წევრები იყვნენ: მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, კ. რუხაძე, ვასილ არაბიძე, არ. არაბიძე, ივანე ბარველი, ნ. ასათიანი, ა. ყალაბეგიშვილი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ვასილ ურუშაძე, მოკარნახე გიორგი გურული და სხვ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძის 60-მდე ნახატი რუსმა მხატვრებმა მოსკოვში წაიღეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პოდპორუჩიკი შალვა ალექსანდრეს ძე ზედგინიძე 1915 წელს, I მსოფლიო ომში, დაიჭრა.