საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1892

ტიპი: თანამდებობა

„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომრის ცნობით გორის მაზრის უფროსად უნდა დაენიშნათ პოლკოვნიკი რევაზ შალვას ძე ერისთავი.

1892

ტიპი: ღონისძიება

„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი გვამცნობს, რომ მიხეილ ერისთავი სადილად იყო მიწვეული ქარელში ა. ნ. ციციშვილთან, რის შემდეგაც სოფელ ზემო ხვედურეთში მიმავალს ფიზიკურად დაუპირისპირდა მჭედლიშვილი.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წელს საციციანოს ტყის ზედამხედველი იყო ივანე ციციშვილი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანასტასია გრიგოლის ასულ კერესელიძეს ბოგვში 140 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა, საძოვარი ადგილები და ტყე ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ანდრიას ძე ბერნატოვიჩის თბილისში, ვერაზე, მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პროკოფი ივანეს ძე შერემეტიევს თბილისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პროკოფი ივანეს ძე შერემეტიევის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ისააკ თომას ძე ნარიმანოვს თბილისში, ორთაჭალაში, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ისააკ თომას ძე ნარიმანოვის თბილისში, ორთაჭალაში, მდებარე ორსართულიან სახლს ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია გრიგოლის ასულ კერესელიძის ბოგვში მდებარე სახნავ-სათეს მიწას, საძოვარ ადგილებსა და ტყეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი გოგოლის თხზულების მნიშვნელობაზე ისაუბრებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკაკი წერეთელი ლექსს წაიკითხავდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. კობიაშვილი პროკურორი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი ღარიბი აზნაურის შვილი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილმა ოქროს მედლით დაასრულა სასწავლებელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი იუწყება, რომ შიო ალექსის ძე ჩიტაძე იყო გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძის ძმა.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წელს გარდაიცვალა გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა დავით ერისთავის „სამშობლო“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს გორის მაზრის უფროსი იყო კაპიტანი განსევიჩი.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს კაპიტანი განსევიჩი დაინიშნა საერო დარაჯთა რაზმის ინსპექტორად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის თებერვალში გაზეთ „მეურნეში" გამოქვეყნდა აგრონომ ივანე ანდრონიკაშვილის წერილი „ფილოქსერა ჩვენში".

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთ „მეურნეში" გამოქვეყნდა არჩილ დარეჯანაშვილის პრაქტიკული დარიგება ფუტკრის გამრავლების შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთ „მეურნეში" ზაქარია ანდრონიკაშვილმა გამოთქვა აზრი კახეთში ღვინის დაყენებისა და გაყიდვის საზოგადოების დაარსების შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთ „მეურნეში" ვლადიმერ ჯანდიერმა გამოთქვა აზრი საგარეჯოში საზოგადო- სასოფლო ვენახის დაარსების შესახებ.