საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დაიღუპა რკინიგზის მუშაკი მდინარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის კომიტეტმა ნინუას დაავალა რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის საფუძვლიანი რეორგანიზაცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის კომისარ ნინუას რკინიგზის მთავარი ექიმის კანცელარიაში გაუმწესებია ფელდშერი გიორგაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგაძე იყო ფელდშერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის კომისარმა ნინუამ რკინიგზის საავადმყოფოს მეთვალყურის მოადგილედ დანიშნა წილოსანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის კომისარმა ნინუამ რკინიგზის საავადმყოფოს მეთვალყურედ დანიშნა ბუკშა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის კომისარმა ნინუამ კომისრის თანაშემწის ვალდებულებები დააკისრა ფელდშერ გიორგაძეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ნინუა სადგურზე „Навтлуг“ მსახურობდა მესიგნალედ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა კორნეტ დავით ბეჟანის ძე წერეთლის პანაშვიდი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მოკლეს კორნეტი დავით ბეჟანის ძე წერეთელი.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 1905 წელს ნინუა დაიჭირეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში იხსნებოდა ვოკალური ანსამბლის კლასი, რომელსაც გაუძღვებოდა პროფესორი ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში იხსნებოდა ქართული საეკლესიო მუსიკის კლასი, რომელსაც გაუძღვებოდა უფროსი პედაგოგი დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (არაკჩიევი).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინის ხელმძღვანელობით ჩატარდებოდა საორკესტრო და საგუნდო კლასის რეორგანიზაცია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინი იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (არაკჩიევი) იყო კონსტერვატორიის უფროსი პედაგოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (არაკჩიევი) იყო პედაგოგი მუსიკის განხრით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ჰობოის კლასს უძღვებოდა ა. ი. გროშევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთის „კლდე“ რედაქტორი იყო გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ი. ი. კამსკის ფელეტონი, რომელიც ეხებოდა ზამთრის სეზონის გახსნას სახელმწიფო თეატრში „ტანჰეიზერის“ ახალი წარმოდგენით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ი. ი. კამსკის ფელეტონი, რომელიც ეხებოდა „ტანჰეიზერის“ ახალ დადგმას სახელმწიფო თეატრში. ფელეტონიდან ირკვევა, რომ „ტანჰეიზერის“ პრემიერას სახელმწიფო თეატრში დაესწრო სამხედრო ოლქის ყოფილი უფროსი და გერმანული მისიის ხელმძღვანელი ფრიდრიხ ფონ კრესი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი იყო მხატვარი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ზიგმუნდ ვალიშევსკი იყო მხატვარი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფრიდრიხ ფონ კრესი იყო გენერალი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ ირკვევა, რომ ფრიდრიხ ფონ კრესი იყო სამხედრო ოლქის უფროსი.