საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჟურული სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტარიცკი განჯის გიმნაზიის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განაცხადა, რომ განჯის გიმნაზიაში სულ 226 მოსწავლე სწავლობდა. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი სომხები იყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განაცხადა, რომ განჯის გიმნაზიაში რაოდენობრივად პირველ ადგილზე ქართველი მოსწავლეები იყვნენ, მეორეზე – რუსები, მესამეზე – თათრები და სომხები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განჯის გიმნაზიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წაიკითხა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდი გეგმავდა კავკასიის ვენახები შეესყიდა და ადგილობრივი ღვინო საზღვარგარეთ გასაყიდად გაეტანა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდს ესპანეთის ვენახები ჰქონდა შესყიდული და ღვინოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულის საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგინეს სამმოქმედებიანი კომედია „დავიდარაბა“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბარაქალა მასწავლებელო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს თავის ბენეფისზე ვერცხლის ყავადანი აჩუქეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ნოემბერს ივ. არასხანიანცის მოხსენებას თემაზე „აღებ-მიცემობა და ვაჭრობა პურისა ამიერკავკასიაში“ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხლავდნენ.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Кавказ“-ის ცნობით მიხეილ იაკუბოვი და არტემ მოლდავანოვი 25 მანეთის გაყალბებისთვის ბათუმში დააკავეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იაკუბოვი თელაველი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანაშვილმა მოსკოვის რუმიანცევის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა საქართველოს შესახებ წიგნი, რომელშიც მოთხრობილი იყო საქართველოს მოკლე ისტორია და ამბები ერეკლე II დროიდან. წიგნი პეტერბურგში 1779 წელს დაიბეჭდა და 104 გვერდს შეიცავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანაშვილი თარგმნიდა საქართველოს შესახებ წიგნს, რომელიც მოსკოვის რუმიანცევის ბიბლიოთაკაში აღმოაჩინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 დეკებრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საზაფხულო თეატრში ადამიანის ბენეფისზე უილიამ შექსპირის ტრაგედიას „მეფე ლირს“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 დეკებრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპანდარ სპანდარიანი გაზეთ „Норъ-Даръ“-ის რედაქტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 დეკებრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „Кавказ“-ის ცნობით სომხური გაზეთი „მეღუჰაისტანი“ აღარ გამოიცემოდა და მის ნაცვლად სპანდარ სპანდარიანს ამავე სახელწოდების ყოველთვიური ჟურნალის დაბეჭდვა სურდა, რის შესახებაც თხოვნა პეტერბურგში ჰქონდა გაგზავნილი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით ი. ერისთავი თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ი. ერისთავი დუშეთის თავად-აზნაურთა მარშალი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის საზოგადოებამ დავით ი. ერისთავს ნამყენი ხეხილის შეწირვისათვის მადლობა გადაუხადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მხოლოდ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი დაეხმარნენ საქმით წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას ოთხი წლის განმავლობაში. სხვებმა მხოლოდ სიტყვიერად უთანაგრძნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 დეკემბერს კუკიის ეკლესიაში ნ. ბერიშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ წირვის წესი ქართულად იგალობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილმა წირვის წესის გალობა დაწერა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის სექტემბრიდან ნ. ბერიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გალობის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის გალობის მასწავლებელი იყო. მას გორშიც ჰყავდა ხორო და კვირა დღეს ეკლესიებში აგალობებდა.