რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა სტეფანე პაულინის ქართულ-იტალიური ლექსიკონი, დაბეჭდილი რომში 1629 წელს, ვახტანგ VI მიერ სტამბის დაარსებამდე ბევრად ადრე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ პეტრეს ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი და დავით გიორგის ძე ბატონიშვილის ქართული გრამატიკა, დაწერილი 1709 წელს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრია არდატოვმა გაუფრთხილებლობით თოფი გაისროლა და მარცხენა ფერდში დაიჭრა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს დაღესტნიდან გამოუგზავნა ლექსად დაწერილი ხელნაწერი, რომელიც დაღესტანში დიდი ხნის წინ გადასახლებულ ოჯახში იპოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ დაღესტანში ნაპოვნი ხელნაწერი საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ მასალებს შეიცავდა. მას ეწერა „ბაქარიანი“, რომელიც 1727 წელს მღვდელმა ტლაშაძემ სტამბულში დაწერა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ დაღესტანში ნაპოვნ ხელნაწერში ბევრი მნიშვნელოვანი ქართველი ისტორიული ფიგურა იყო მოხსენიებული. ხელნაწერის ავტორი რუსებისა და იმ დროს დაწინაურებული ქართველების შესახებ წერდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სთხოვა დაღესტანში ნაპოვნი ხელნაწერი „ბაქარიანი“ შეემოწმებინა და შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის დასაცავად გადაეცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი თავისი ხოროთი ქუთაისში კონცერტს გამართავდა და შემდეგ გორში წავიდოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი თავისი ხოროთი თბილისში ბანკის თეატრში კონცერტს გამართავდა. საზოგადოების თხოვნით ხორო ახალ სიმღერებს შეასრულებდა და ძველი რეპერტუარიდან მხოლოდ ორ სიმღერას იმღერებდა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინდელი ფოთში რუსეთის სავაჭრო ნაოსნობის შემწეობისთვის დაარსებული ფოთის საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივ. ცაგარელი პიესა „რას ვეძებდი, რა ვიპოვეში“ თავადის როლს ასრულებდა. იგი გამოუცდელი მსახიობი იყო და ამიტომ მას ეს საპასუხისმგებლო როლი არ უნდა აეღო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივ. ცაგარელი სცენას კარგად შეჩვეული არ იყო. იგი როლებს კითხულობდა ზოგჯერ წაბორძიკებითაც კი, ხან სიტყვები ეშლებოდა და ხან – ყლაპავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივ. ცაგარელი ყოველთვის ერთფეროვნად თამაშობდა სცენაზე, მის მოძრაობას სიცოცხლე და მოქმედება აკლდა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ღოღაბერიძე ფოთში რუსეთის სავაჭრო ნაოსნობის შემწეობისთვის დაარსებული ფოთის საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. მ. მაქსიმიძემ პიესაში „რას ვეძებდი, რა ვიპოვეში“ მოურავის როლი კარგად ვერ შეასრულა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პიესის „რას ვეძებდი, რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში მონაწილეობდნენ: ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე. მათ სცენაზე სიცოცხლე შემოიტანეს და საზოგადოება გაამხიარულეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა და მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე არაჩვეულებრივი არტისტები იყვნენ. ისინი უხარისხო პიესასაც კი სანახაობრივად გადააქცევდნენ იმდენად მოხდენილად თამაშობდნენ სცენაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ალექსის ძე აბაშიძემ პიესის „რას ვეძებდი, რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში სირაჯის როლი ძალიან ცოცხლად და ლამაზად შეასრულა.