საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასულმა გაბუნია-ცაგარლისამ პიესის „რას ვეძებდი, რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში მაჭანკლის როლი შეუდარებლად ითამაშა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა შეუდარებელი არტისტი იყო. ის საზოგადოების ცხოვრების სურათს, ხასიათს, ავკარგობას ძალიან კარგად გამოხატავდა თავის როლებში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდი ბანკირი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს პიესის „რას ვეძებდი რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მსახიობი ნებისმიერ როლს ყოველთვის შთამბეჭდავად ასრულებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინა ივანეს ასულ ლორის-მელიქოვისამ პიესის „რას ვეძებდი რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში დასაქორწინებელი ქალის როლის ითამაშა. მისი შესრულება ურიგო არ იყო, თუმცა ბევრად უკეთესად უნდა ეთამაშა. მას ყურადღება უნდა მიექცია გამართული მეტყველებისთვის, რადგან ზოგჯერ არასწორად გამოთქვამდა წინადადებებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძისამ, ნინა ივანეს ასულმა ლორის-მელიქოვისამ, დავით მერაბის ძე გამყრელიძემ და კ. მ. მაქსიმიძემ ვოდევილი „სუსტი მხარე“ წარმოადგინეს. ოთხივემ შთამბეჭდავად ითამაშეს თავიანთი როლები, წარმოდგენა სასიამოვნო სანახავი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის ცნობით, ქუთაისის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო ქაიხოსრო ლორთქიფანიძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ალექსანდრე ლაღიაშვილმა და კონსტანტინე გრიქუროვმა მანეთ-მანეთი გაიღეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ნ. ცაგარელმა გაიღო 3 მანეთი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იროდიონ ნანაბოვი ამიერკავკასიის რკინიგზის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ჯაყელი რაჭის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის ცნობით, ლეჩხუმის მაზრაში მომრიგებელი შუამავალი იყო დიმიტრი ბაქრაძე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ირაკლი გრიგოლის ძე მესხის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ირაკლი გრიგოლის ძე მესხს ქუთაისში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია რაფაელის ასულ ქაჯაიას ქუთაისში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბესარიონ ისაიას ძე კუხიანიძის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია რაფაელის ასულ ქაჯაიას ქუთაისში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბესარიონ ისაიას ძე კუხიანიძეს ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი სამოქალაქო სამოსწავლო კომიტეტის სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ვაზის ავადმყოფობასთან საბრძოლველად გამგზავნა ქუთაისში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ვალერიან გუნიას კალენდარი დიდი რაოდენობით იყიდებოდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სვიმონ გოგოლაშვილი ქუთაისის დრამატული დასის არტისტი იყო.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექს და გრიგოლ ასლამაზოვებმა ბაგრატ ტერ-მოსესოვი მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მაკაროვი თბილისში ვაჭარი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის მარტში დავით ასლამაზოვი დააპატიმრეს.