რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის დეკემბერში იოსებ ივანიძემ ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორის თანამდებობა დატოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ იოსებ გედევანიშვილის, ივანე გომართელის, ივანე მაჭავარიანის, ვახტანგ ღამბაშიძისა და სხვ. დახმარებით ქართული თეატრის ისტორიის შედგენა და გამოცემა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის დეკემბერში სოფიო ანკარა და მარიამ საფაროვი საბურთალოს თეატრის რეჟსორებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ადგილობრივმა ქართველებმა ვორონეჟში დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური ნაწილის ორგანიზატორად მიიწვიეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის დეკემბერში ოსმალეთის ომში დაჭრილი უნტერ-ოფიცერი ალექსანდრე გადახაბაძე წმ. ნინოს სახელობის ლაზარეთში იწვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში არჩილ გიორგაძის მიერ შეკრებილი 5, 15 მანეთიდან ათ-ათი შაური გაიღეს: ს. მანველიძემ, ნინო შაქარაშვილმა, ს. ხრამელაშვილმა, ომან ჩუბინიძემ და მაქსიმე ჩიგოგიძემ.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში I მსოფლიო ომში დაჭრილი უნტერ-ოფიცერი ბესარიონ ქარცივაძე გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში არჩილ გიორგაძემ თავისი შეკრებილი 5. 15 მანეთი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გადასცა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში გერმანიის საზღვართან გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძე მოკლეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ჯარისკაცმა ალექსანდრე არშაკის ძე ოგანეზაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდს 5 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცაგარელმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის მოიჯარეებისთვის კარგი პირობები უნდა შეექმნათ, რათა მამულში ვენახები გაეშენებინათ და სხვადასხვა სამუშაო შეესრულებინათ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. კიკალიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიების განაწილება გამგეობას თავისი შეხედულებისამებრ, დროის, საჭიროებისა და გარემოების მიხედვით უნდა შესძლებოდა და არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული. კიკალიშვილის მოსაზრებას პავლე დავითის ძე საყვარელიძე დაეთანხმა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ რადგან ქვეყანას სპეციალური განათლების მქონე პირები სჭირდებოდა, როგორებიც იყვნენ მეურნეები, ტექნიკოსები, კომერსანტები, კოოპერატორები, სასურველი იყო, გამგეობას სწორედ მათთვის დაენიშნა სტიპენდია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. კიკალიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, კრების წევრებს შემომწირველებისთვის განეცხადებინათ, რომ შემოწირული თანხის დანიშნულება არ განესაზღვრათ და საზოგადოებისთვის დაეტოვებინათ უფლება შემოწირულობა საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ. კიკალიშვილის მოსაზრებას პავლე დავითის ძე საყვარელიძე დაეთანხმა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ საგურამოს მამულის მდგომარეობის გარკვევა მიენდოთ გამგეობისთვის, სარევიზიო და ახალარჩეული დამთვალიერებელი კომისიებისთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა შესთავაზა, გაერკვიათ, ქვეყანას ყველაზე მეტად რომელი სფეროს განვითარება სჭირდებოდა და შემდეგ სწორედ იმ სფეროს წარმომადგენლებისთვის მიეცათ სტიპენდიები. სანაცვლოდ ისინი პირველი ხუთი წელი იმუშავებდნენ იქ, სადაც გამგეობა მოითხოვდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ, როცა ილიასეულ სახლ-კარს საზოგადოება განაგებდა, მამულში შემოსავალი არ იყო, მაგრამ როგორც კი სახლის პატრონობა ბანკის რწუნებულმა გადაიბარა, შემოსავალი მაშინვე გაჩნდა. რამიშვილის აზრით, საჭირო იყო, ილიას კარ-მიდამოსთვის სპეციალისტებს ეპატრონათ.