რეგისტრირებული ფაქტები81358
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმებიდან ნივთების დაკარგვაში მხოლოდ ის კი არ იყო დამნაშავე, ვისაც ნივთები ებარა, არამედ ხელმძღვანელიც, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა, თვალყური ედევნებინა თანამშრომლისთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ წინა წელს მუზეუმიდან ერთი ოქროს საბურნე და 8 ოქროს ფული დაიკარგა. გამგეობას კი დამნაშავის მოსაძებნად შესაბამისი ზომები არ მიუღია, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მკითხველი ერთხელ მაინც იკადრებდა ხელნაწერებიდან ფურცლები ამოეკლო, იგი ამას ყოველთვის შეძლებდა მალულად იმ შემთხვევაშიც კი თუ კონტროლს გაამკაცრებდნენ მუზეუმში. კარიჭაშვილმა საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ რაიმე ზომები მიეღოთ, რათა მკითხველს ხელნაწერიდან ფურცლები არ მოეპარა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ თუკი საზოგადოებას შეეძლო 3000 მანეთი გამოუსადეგარი ნივთების შესაძენად გამოეყო, ასევე შეეძლო ძვირფასი განძის – ხელნაწერების გამოსაცემად ყოველწლიურად ნაწილ-ნაწილ გადაედო საჭირო თანხა და თანდათანობით გამოეცა ისინი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მკითხველის მიერ სახლში სარგებლობისთვის წაღებული ხელნაწერის უკან დაბრუნების დროს ყოველთვის მისი გადაფურცვლა და შემოწმება იყო თუ არა დაზიანებული იგი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელნაწერების დაბეჭდვას და გამოცემას საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა სჭირდებოდა და ამიტომ, პირველ ეტაპზე საკმარისი იყო ხელნაწერები მოერთოთ, დაენომრათ და, როცა სარგებლობისთვის წაიღებდა მკითხველი უკან დაბრუნების დროს გადაემოწმებინათ დაზიანებული იყო თუ არა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი საზოგადოებაში 22 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ანდროს ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ არაერთხელ უნახავს ბაზარზე გასაყიდად გატანილი საზოგადოების წიგნსაცავში შენახული სხვადასხვა ხელნაწერი, თუმცა დაბეჯითებით არ შეეძლო ეთქვა თუ ვის ეკუთვნოდა ის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ ხელნაწერებში არასდროს შეუნიშნავს ფურცლების ნაკლებობა და ამოხევის ფაქტები, თუმცა ფიქრობდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში თუ ქურდობის განზრახვით მკითხველი იკადრებდა ხელნაწერიდან ამოეკლო ერთი-ორი ფურცელი და წაეღო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა საზოგადოების წიგნსაცავს განსვენებული დიმიტრი ყიფიანის 10 შეკვრა ქაღალდი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საანგარიშო წელს წიგნსაცავმა ბევრი შეწირულობა მიიღო, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ კონსტატინე დიმიტრის ძე ყიფიანის შეწირულობის, განსვენებული დიმიტრი ყიფიანის 10 შეკვრა ქაღალდისთვის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა XIX საუკუნის შესწავლის საქმეში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე უცვლელად დაამტკიცეს გამგეობისა და 23 ნოემბრის კრების წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუცია ბიბლიოთეკების გაუმჯობესების შესახებ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობისა და საზოგადოების 23 ნოემბრის კრების მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, რომ გამგეობას გაეუმჯობესებინა სტატისტიკის წარმოება ბიბლიოთეკა-სამკითხველოების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობისა და 23 ნოემბრის კრების წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ ამა თუ იმ ადგილას ადგილობრივი ინიციატივით დაარსებულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობა შეძლებისდაგვარად მატერიალურად უნდა დახმარებოდა და ეხელმძღვანელა მისთვის.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობისა და 23 ნოემბრის კრების წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ გამგეობას უნდა შეედგინა და დაებეჭდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისთვის საჭირო წიგნების სია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობისა და 23 ნოემბრის კრების წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც საზოგადოებას ჰქონდა ორი ტიპის ბიბლიოთეკა ჰქონდა: გამგეობის თაოსნობითა და საშუალებით დაარსებული და კერძო პირისა და გამგეობის დახმარებით გახსნილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოებას ჰქონდა ორი ტიპის ბიბლიოთეკა: ერთი – გამგეობის თაოსნობითა და საშუალებით დაარსებული და მეორე – კერძო პირის მიერ დაარსებული და გამგეობის დახმარებით გახსნილი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრებმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს შვილის დაჭრის გამო თანაგრძნობა გამოუცხადეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება გაიმართა, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა დილის 11 საათსა და 40 წუთზე. კრებას დაესწრო 100 ნამდვილი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.