რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი მარო მდივანი ხონში მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 ივნისს თბილისის სახელოსნო კლუბში საბურთალოს სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის სასარგებლოდ ქართველ სცენისმოყვარეებს უნდა წარმოედგინათ ვანო ივანეს ძე გიგოშვილის მიერ ქართულად თარგმნილი ოპერეტკა „არშინ მალ ალან“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ვალერიან ლევანის ძე გუნიას თეატრში მოღვაწეობის 35 წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ვალერიან გუნიასთვის წელიწადში 840 მანეთის ოდენობის პენსიის დანიშვნა გადაწყვიტეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ავადმყოფ რეჟისორს, ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილს, თვეში 50 მანეთის ოდენობის პენსია დაუნიშნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა, მსახიობ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილისთვის წელიწადში 840 მანეთის ოდენობის პენსია დაენიშნათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივნისს ხონის დრამატულმა დასმა მარო მდივნის, ოლიმპიადა ღოღობერიძის, მიხეილ (ნემო) ჯანოშვილისა და ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით „რაც გინახავს, ვეჭარ ნახავ“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 ივნისს ალექსანდრეპოლში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დ. კობახიძისა და ვ. კალაძის მონაწილეობით „ფული და ხარისხი“ და „არც აქეთ და არც იქით“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 21 ივნისს დიდუბის პანთეონში ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) დაკრძალეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო პეტრეს ძე ქურხული თბილისში ეზო-ეზო დადიოდა და კლასიკურ მუსიკას უკრავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი თბილისის ახალ კლუბში მიიწვიეს კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო პეტრეს ძე ქურხული საქართველოს რომელიმე კუთხეში უნდა გამგზავრებულიყო ერის მუსიკალური ფსიქიკის შესასწავლად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული გეგმავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლექციების ქართულ და რუსულ ენებზე წაკითხვას, ასევე ხალხური მუსიკალური საგანძურის შეგროვებას.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი მძიმე ავადმყოფობისგან განიკურნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ალექსანდრე ყალაბეგაშვილი საზაფხულოდ ხონში მიიწვიეს სამუშაოდ.

