საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81358

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 10 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ არშაკ და ბაგრატ თუმანიანცების საქმე განიხილა. მათ სხვისი მამულის ბანკში დაგირავება ედებოდათ ბრალად. ოლქის სასამართლომ თუმანიანცები დამნაშავეებად სცნო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 დეკემბერს ქალაქის ხელოსანთა ახალი მოურავი უნდა აერჩიათ და ხელოსანთა ძველ მოურავ კ. ა. სერობიანცს თანამდედობა უნდა დაეტოვებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 ნოემბერს ერთ-ერთმა აზნაურმა ს. მოსიძე რევოლვერით მძიმედ დაჭრა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თემისტოკლე ავღერინო სამეგრელოში ერთ-ერთი პირველი სოვდაგარი იყო, რომელიც საზღვარგარეთ სიმინდით ვაჭრობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე, თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე დაბა გუდაუთადან ფოთში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დაბა გუდაუთაში თეოფილე გოგიტიძეს პირველ წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნას უმადლოდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევტიხ ბესარიონის ძე მამინაიშვილი თბილისის სასულიერი სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია სხულუხია თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მელიქიძე ფოთის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 დეკემბერს ქართულ თეატრში გედევან გედევანოვის ბენეფისისთვის ახალი პიესა „კრიჟანგი” იდგმებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საახალწლოდ გრიგოლ გოლიცინის სახელზე ასამდე თხოვნა შევიდა. ხალხი დახმარებას ითხოვდა, რადგან სიღარიბის გამო ახალი წლის სათანადოდ შეხვედრას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მართლმსაჯულების სამინისტრომ ქალაქის მოურავად ახლად არჩეული ნაფიცი მსაჯული გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი არჩევნის წინაშე დააყენა. მათი თქმით, არ შეიძლებოდა, რომ ერთ კაცს ნაფიცი მსაჯულის და ქალაქის მოურავის თანამდებობა აღესრულებინა და ამიტომაც გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვს ნაფიც მსაჯულობაზე უარი ეთქვა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კ. ს. თოფურიძე ბათუმის პირველი ნაწილის ბოქაულის თანამდებობიდან გადადგა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფაელ პეტრეს ძე ისარლოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 8044 მანეთი და 9 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგორ ნაზარეთის ძე ყალამქაროვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში მდებარე ერთი ერთსართულიანი სახლი ფლიგელით და 196 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგორ ნაზარეთის ძე ყალამქაროვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 4490 მანეთი და 51 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან მიხაილის ძე გარბოვსკი-ზერენეკს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და ახალქალაქის მაზრის სოფელ ბოგდანოვკაში, ორლოვკაში, გორელოვკასა და ტროიცკაში მდებარე 2 დესეტინა და 1200 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან მიხაილის ძე გარბოვსკი-ზერენეკს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 1595 მანეთი და 59 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ზაქარიას ასული არტაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და თონეთის მაზრის სოფელ ბოჭორმაში მდებარე 204 დესეტინა და 1200 საჟენი ტყე, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ივანეს ძე ავალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 2119 მანეთი დავალიანება ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ზაქარიას ასულ არტაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 837 მანეთი და 74 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ივანეს ძე ავალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრის სოფელ ჩუმლაყში მდებარე 4 დესეტინა მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგორ ივანეს ძე ავალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრის სოფელ ჩუმლაყში მდებარე 1,5 დესეტინა მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგორ ივანეს ძე ავალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 1064 მანეთი და 50 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიეს მთავრობამ ნება დართო თავისი რედაქტორობით თბილისში დაებეჭდა რუსულ-ფრანგული ჟურნალი სახელწოდებით „კავკასიის ვაჭრობისა და მრწეველობის მიმოხილვა - Revue commercial et industrielle du Caucase”.