რეგისტრირებული ფაქტები89741
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 1-ელი აგვისტოს „ივერიაში“ აბრა წერდა, რომ თბილისს მოსახლეობის მიერ გამოყენებული წყალი და ბაზრების, ქარხნების, ქუჩების ნაგავი აბინძურებდა და სანამ მთელ ქალაქში ევროპის დიდი ქალაქების მსგავსად კანალიზაციას არ გაიყვანდნენ, ანტისანიტარია ყოველთვის შექმნიდა ქოლერის გავრცელების საშიშროებას.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა არუთინოვს დუქანი ჰქონდა ავლაბარში, სირაჯხანის თავში, აფთიაქის ზემოთ, ტრაქტირის პირდაპირ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავლაბარში, წყალობა არუთინოვის დუქანში, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილის რუისპირის ზვრის საუკეთესო თეთრი და წითელი კახური ღვინო იყიდებოდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ მეჯვრისხევის სკოლის მასწავლებელი თეოფილე კანდელაკი მადლობას უხდის შემომწირველებს სკოლისთვის ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერის გამო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხის სკოლის მასწავლებელმა გიორგი ჯაფარიძემ ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ 12 მანეთი შეაგროვა და „ივერიის“ რედაქციას გადასცა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის „ივერიის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ალ. ლოლუამ 5 მანეთი გადასცა ალექსანდრე ყაზბეგის დასახმარებლად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჯაფარიძემ და გრ. ბურჭულაძემ 2-2 მანეთი გაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ე. მირიანაშვილმა მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვ. აგიაძემ და დ. ხახუტაშვილმა მანეთ-მანეთი გაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვას. ბეზირგანაშვილმა 2 მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ჩიკოიძემ და ნ. ასათიანმა თითო მანეთი გაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას საბენეფისოდ წარმოდგენილ მის ვოდევილში „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“ მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევი, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი კანდელაკი, კონსტანტინე შათირიშვილი, კიკნაძე, ანდრია ადამიძე, მათე იანქოშვილი და ვალერიან გუნია.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით პოდპოლკოვნიკი აბელოვი გადაიყვანეს დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის, კავკასიის მსროლელთა პირველ რაზმში.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით პოდპორუჩიკი შავერდოვი გადაიყვანეს დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის, კავკასიის მსროლელთა მე-3 რაზმში.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით პოდპორუჩიკი თავდგირიძე გადაიყვანეს დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის, კავკასიის მსროლელთა მე-4 რაზმში.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით პოდპორუჩიკი წერეთელი გადაიყვანეს დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის, კავკასიის მსროლელთა მე-2 რაზმში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 22 იანვარს სოფელ გაბრიეთის მცხოვრებმა ბაგრატ სამადაშვილმა არსენალის აღმართში ცულით დაჭრა თავსა და მარცხენა მხარში სოფელ ბარის მცხოვრები საბედო ფოჩხიძე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფრენკელმა მსმენელთა ყურადღება გაამახვილა გაზეთ „დროებაში“ იმასთან დაკავშირებით გამოთქმულ გულისტკივილზე, რომ ყაჩაღ ტატო წულუკიძის მსგავსი ვაჟკაცები მოძმეთა კეთილდღეობისთვის გარჯის ნაცვლად თავიანთ შესაძლებლობებს ბოროტმოქმედებას ახმარდნენ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ფრენკელმა აღნიშნა, რომ ყაჩაღ ტატო წულუკიძის მოუხელთებლობის მიზეზი ბოროტმოქმედის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის თანაგრძნობა და მისთვის ხელის შეწყობა იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ა. კობაიძე იუწყებოდა, რომ სტეფანწმინდელებმა შეაგროვეს 35 მანეთისა და 55 კაპიკის ოდენობის შეწირულება სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვანიუხა გიგაურმა და ლევანა ალიბეგოვმა 60-60 კაპიკი შესწირეს სკოლისთვის, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ესტატე წიკლაურმა და ჯღუნა ფიცხელაურმა მანეთ-მანეთი შესწირეს სკოლისთვის, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯღუნა თოლიკაშვილმა 40 კაპიკი შესწირა სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიო წიკლაურმა და ვანისა წიკლაურმა 50-50 კაპიკი შესწირეს სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში.

