რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის არსებობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დადგეს დავით ერისთავის პიესა „სამშობლო“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე ო. ს. აგასოვამ იმღერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის 10 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაზე ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ საზოგადოებას ხონის თეატრის მოკლე ისტორია გააცნო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის არსებობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მარო მდივანი, ოლიმპიადა ღოღობერიძე, მიხეილ (ნემო) ჯანოევი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი და ანდრია მურუსიძე მონაწილეობდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე იოსებ ივანეს ძე გვანცელაძემ (დაროშვილმა) ლექსი წაიკითხა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-სამუსიკო და იუმორისტული საღამოში იოსებ თარალაშვილმა და ალექსანდრე იმედაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე ვანო პეტრეს ძე სარაჯიშვილმა შეასრულა კომპოზიტორ ირაკლი ალექსანდრეს ძე ჯაბადარის რომანსი „ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას“.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 15 ივნისს საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი ბენედიქტე იოვანეს ძე კახიძე გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ივნისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი მესხიშვილის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „ინსტიქტი“ და „მათიკო“.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 13 ივნისს თბილისში აფთიაქარი ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივნისს ისტორიკოს მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ხელმძღვანელობით ისტორიის მოყვარულები თბილისიდან მცხეთაში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, I მსოფლიო ომის მონაწილე ალექსანდრე ბესარიონის ძე ჩიჩუა ბრძოლის ველზე დაიღუპა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მუსიკოსი ია კარგარეთელი ერთაწმინდაში იმყოფებოდა.

