რეგისტრირებული ფაქტები89735
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კაცი მაღაზიას ფლობდა თბილისში სასახლის ქუჩაზე.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ თბილისში ჟურნალის გამოწერა შესაძლებელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიასა და თვით ჟურნალის რედაქციაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ ქუთაისში ჟურნალის გამოწერა ეკატერინე ნიკოლაძესთან იყო შესაძლებელი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ გორში ჟურნალის გამოწერა ეკატერინე ფურცელაძესთან იყო შესაძლებელი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ ბათუმში ჟურნალის გამოწერა მათე ნიკოლაძის გაზეთის სააგენტოში იყო შესაძლებელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის აზრით, დაბა ფხოველთან ნიკოლოზ დეკანოზოვის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაოები მდიდარი ნადავლის იმედს იძლეოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი აბასთუმნიდან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ კისლოვოდსკიდან თბილისში ჩამოვიდა დრამატული მსახიობი ბუტკევიჩი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 22 აპრილს სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ ხრიმიანი საგანგებო მატარებლით წავიდა თბილისიდან ეჩმიაძინისკენ.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 28 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დერბენტის 145-ე ქვეითთა პოლკის პოლკოვნიკი ჩიკოიძე მე-6 ქვეითთა მსროლელი ბატალიონის უფროსად დაინიშნა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კვესეთში მდებარე სახნავ-სათიბი, ტყე, 170 დესეტინა და 960 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მათეს ძე მელიქ-აღამალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ერევანში მდებარე ორსართულაინი ქვითკირის სახლი სარდაფით, ქარვასლა და სამი კეთილმოწყობილი ფლიგელი: ერთი – ორსართულიანი და ორი – ერთსართულიანი, ასევე 919 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იაკობის ძე მირიმანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – სამსართულიანი, მეორე – ორსართულიანი ფლიგელით და 111,5 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს მრჩევლის თანაშემწე მიხეილ ქუთათელაძე სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრებაზე მრჩეველ წევრად კენჭი იყარეს ათაბეგოვმა, იზმაილოვმა, წოვიანოვმა და ივანე შადინოვმა. წოვიანოვმა და შადინოვმა მიიღეს თეთრი კენჭები, დანარჩენებმა – შავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვანეთის მულახის თემში ანუსია იოსელიანი მეზობელ ჯანსუღ იოსელიანს სახლში შეუვარდა, რის გამოც ჯანსუღ იოსელიანმა იგი დანით მოკლა. მათ თავიანთი მამულების საზღვრები ვერ დაადგინეს და დავობდნენ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია მელიქ-ახნაზაროვი გუბერნიის მრჩევლის შვილი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პელაგია და ანასტასია იორამის ასულ თარხან-მოურავებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ გორისა და თბილისის მაზრის სოფელ სათარხნოში მდებარე სახნავი, საძოვარი, 1800 ოთხკუთხი საჟენი და 554 დესეტინა ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე ძალიან უყვარდათ არამხოლოდ ახალციხეში, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, რადგან იგი თავისი საქმიანობის ძალიან ერთგული იყო და ზრუნავდა ხალხის წარმატებაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრა დავითის ასულმა დავიდოვმა პეტერბურგში სამუსიკო სკოლა დაამთავრა. მას არტისტი ლეონოვა ასწავლიდა.

