რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 30 მაისს მღვდელ სამსონ სვანიძის მოწვევით დაბა გალში, ორკლასიანი სკოლის შენობაში, 31 კაცისაგან შემდგარი წინასწარი კრება გაიმართა, რომელთაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინეს: დაბა გალში გახსნილიყო ადგილობრივი განყოფილება.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 30 მაისს დაბა გალში მღვდელ სამსონ სვანიძის მიერ მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების დამაარსებელ წინასწარ კრებაზე დაბა გალასა და საბერიოში სამკითხველო-ბიბლიოთეკების გახსნა გადაწყდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 30 მაისს ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე, ბართლომე მათეს ძე ხარებავა, იოანე პავლეს ძე გობეჩია, კონსტანტინე კირილეს ძე დარასელია, ილარიონ სამსონის ძე სართანია, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, მიხეილ პავლეს ძე ეზუგბაია, იულია ნიკოლოზის ასული აქირტავა, სამსონ სვანიძე და ეკატერინე ჯგუშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა ალექსანდრე სუმბათაშვილს დაფნის გვირგვინი მიართვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მაისს სახაზინო თეატრში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წარმომადგენელმა კ. ი. სვიმონიშვილმა სუმბათაშვილს ძველებური კულა მიართვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 მაისს სახაზინო თეატრში ნინო პლატონის ასული ჩხეიძისა და გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის მონაწილეობით ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად „ღალატი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დაჭრილი ოფიცერი იასონ შიოს ძე ჩიხლაძე თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, მკურნალობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის გუნდი თბილისის გარეუბნებში კონცერტებს მართავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ზაფხულში ბორჯომში გეგმავდა წარმოდგენების გამართვას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ვიქტორ გიორგის ძე გელოვანი, ვასილ ქოჩიაშვილი და პოლიკარპე თალაქვაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს. სულ 66 ახალი წევრი მიიღეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისს სახალხო სახლში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას სცენაზე მოღვაწოეობის 20 წლისთავის აღსანიშნავად წარმოადგინეს „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 მაისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 მაისს ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილმა სტავროპოლში მონაწილეობა მიიღო პატრიოტულ კონცერტში, ჭიანურზე დაუკრა „პინტელე იუდი“.

