რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლ. ცაგარელმა განაცხადა, რომ თბილისში სანიმუშო პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსების შემთხვევაში იქ გამოსაცდელად მუდმივად უნდა ჰყოლოდათ ოთხი მასწავლებელი და ავტორიტეტულ პედაგოგებს მოემზადებინათ, რათა ისინი საუკეთესო აგენტები, პიონერები გამხდარიყვნენ და სოფლებში სწავლა-განათლება გაევრცელებინათ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოცდაათ წუთზე. კრების გაგრძელება დაინიშნა 23 ნოემბერს, დილის 11 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სკოლები უნდა დაეარსებინათ იქ, სადაც საჭირო იყო მათი არსებობა. მისი აზრით, სოფლის ერთ-ერთ სკოლაში უნდა შეეტანათ რაიმე პრაქტიკული კურსი, სადაც საზოგადოების სხვა სკოლების კურსდამთავრებულები გააგრძელებდნენ სწავლას და სასწავლებლად არ წავიდოდნენ მთავრობის სკოლებში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში (ერთი ოთახი) იყო მოთავსებული და ორი განყოფილებისგან შედგებოდა. 1915-1916 სასწავლო წელს ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ამ სკოლის პედაგოგი იყო, სკოლაში საღვთო სჯულსაც ის ასწავლიდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ იასონ გრიგოლის ძე ჩიკვილაძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრად დავით ექვთიმეს ძე არევაძე აერჩიათ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ იაკობ ზაქარიას ძე ლობჟანიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ევგენია მათეს ასული გიგაური ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრად ოქრო ივანეს ძე ლობჟანიძე აერჩიათ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ მალაქია ზაქარიას ძე მეტრეველი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ გლახუა დავითის ძე ლობჟანიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ გარსევან თანდილას ძე ხიდაშელი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრად აერჩიათ სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილის მაგივრად, რადგან ის ჯარში გაწვევის გამო ვერ შეძლებდა გამგეობის წევრობას.