რეგისტრირებული ფაქტები92406
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. კალანდაძე აჭარაში მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის (ჩაქუჩის) სტატია „წერილები მეგობართან ქართველ მუსულმანების შესახებ“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში რეჟისორად მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სერგი ნიკოლოზის ძე ვორონოვის სასცენო სტუდიაში ოცამდე ქართველი და სომეხი ქალ-ვაჟი ჩაეწერა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იოსებ თარალაშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ზარდალიშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასის ამხანაგობის წარმომადგენლად აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი ახალი სეზონისთვის დროგამოშვებით ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან გუნია ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკო ციციშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ტასო აბაშიძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა შოთაძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნ. ჯავახიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი დავით სოფრომის ძე მგალობლიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნინო დავითაშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი გედევან ვასილის ძე გედევანოვი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პეტროგრადში ალექსანდრე დიმიტრის ძე არაბიძის მიერ დააარსებულ სტამბაში ქართული წიგნებიც უნდა დაებეჭდათ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებაზე გერონტი ქიქოძე გამგეობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების მე-9 წლისთავზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბანკში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით წლიური კრება გაიმართა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 18 სექტემბერს იწის, ჭელიაღელესა და ხოტევის მთავარანგელოზთა ეკლესიების მღვდელი სერაპიონ დავითის ძე ფანჯავიძე გარდაიცვალა.

