რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის ქვეშევრდომი მამედ ქელბალაი ფაბულ ოღლი კარლ მიხელის ქარხნების ძარცვისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტერ-ნიკოღოსოვის ყავახანა ივანე ზარიევმა გაძარცვა, გაიტანა 310 მანეთი და 35 მანეთის ღირებულების ორი ვერცხლის საათი და გაიქცა. იგი მოგვიანებით დააპატიმრეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 20 დეკემბერს კარლ მიხელის სიმებისა და ძეხვების ქარხანა გაძარცვეს და 400 მანეთის ღირებულების გამხმარი ძეხვები მოიპარეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 დეკემბერს პეტრე ლებედევს 60 მანეთის ღირებულების ოქროს საათი მოჰპარეს. ქურდობაში ბრალდებული ათანასე ლუცენკო იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 დეკემბერს ნ. ბერიშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ სამების ეკლესიაში იგალობა და ორი კვირის შემდეგ ქაშუეთშიც უნდა ეგალობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 დეკემბერს ქართულ თეატრში ხანძარი გაჩნდა და პოლიციის ბოქაულმა გ. ლოლაძემ ძალიან მოხერხებულად და მშვიდად გამოიყვანა ხალხი დარბაზიდან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 დეკემბერს არწრუნისეულ თეატრში დრამა „მათიკოდან“ მესამე მოქმედებას წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 დეკემბერს არწრუნისეულ თეატრში სამმოქმედებიან კომედიას „გავიყარნეთ!“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მიხეილის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 დეკემბერს მუსტაფა მულა-აბდულ-ოღლიმ შტაბსკაპიტან თ. მაჩაბელს სახლიდან ლაბადა მოჰპარა. დამნაშავე დააკავეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს არწუნისეულ თეატრში კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კარაპეტოვი ინჟინერ-ტექნოლოგი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიოლერმა კავკასიის მთების გამგეობის საქმიანობის 1885 წლის ანგარიში რუსულ ენაზე გამოსცა წიგნად, რომლის მიხედვითაც შემოსავალი 172 181 მანეთი იყო, ხარჯი – 73 220 მანეთი. 18 820 მანეთი გეოლოგიურ გამოკვლევებს, სხვადასხვა საჭიროებებსა და ანგარიშების ბეჭდვას მოხმარდა, დანარჩენი კი – მოსამსახურე პირების ანაზღაურებისთვის გამოყვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბერს ბაბილინა ვახტანგის ასული ბებურიშვილისა ახალი სენაკის ერთკლასიანი საქალებო სასწავლებლის მზრუნველად აირჩიეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიოლერი კავკასიის მთების გამგეობის უფროსი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 სექტემბრიდან სომხების დრამატული დასი თბილისში წარმოდგენების გამართვას იწყებდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მსახიობები – ექიმიანი, ვირგინი კარაკაშიანი და ადამიანი, სტამბოლიდან მოწვეულები – საათინიკ ჩმშკიანი, ავალიანი, ტერ-დავითანი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროკურორ ჩაიკოვსკის დაავალეს თონეთის მაზრის უფროსის თ. აფხაზის საქმიანობა შეემოწმებინა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 11 სექტემბერს მანგლისში სოსნიკოვს სამსახურიდან დაბრუნებისას ცხენი დაუფრთხა, თავის გადასარჩენად ეტლიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი საერო სწავლა-განათლების მინისტრის საბჭოსა და სინოდის სასწავლო კომიტეტის წევრი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩმა თბილისის სასწავლებლების შემოწმება დაასრულა და 4 სექტემბერს სინოდის ობერპროკურორის დავალებით სტავროპოლში გაემგზავრა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი და კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი თბილისის რეალური სასწავლებლის საზეიმო სხდომას დაესწრნენ.