საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება ახალციხეში მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთათვის სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ სკოლის გახსნა სოფ. კლდეში გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 სექტემბერს სარგის კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი წიგნების გამოცემის დასრულება სთხოვა. გამგეობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საგამომცემლო სექციას მიანდო.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა მთავარდიაკვანი, მგალობელი კ. კარგარეთელი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძის წერილი „სახლის დაქირავება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სახალხო მწერალ-მომღერალნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის ლექსი „ჩემი ნატვრა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესის „ცხოვრება“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატიის „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის თხზულებანი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „მოგონება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „შემოდგომა თბილისში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილი „ილია ჭავჭავაძე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ცირეკიძის თხზულება „აგარაკზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სათეატრო შენიშვნები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიის „ლადო აღნიაშვილი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის უსათაურო ლექსი „მყუდროების შავს ტალღებზე შავის ნავით მივცურავდი...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე წერეთლის სტატიის „რას უქადის ხელოვნებას მომავალი“ VI ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „ჩემო სამშობლოვ“ (მელიტონ გობეჩიას ხსოვნას).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ VII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლომიძის თხზულება „ბუნების კარი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ილია ჭავჭავაძე“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 სექტემბერს ნოქართა კლუბში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე რაფიელ ჯიბლაძემ წაიკითხა სცენები გურულთა ყოვედღიურ ჭირ-ვარამზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 5 სექტემბერს ნოქართა კლუბში იოსებ ჟივიძის თაოსნობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 5 სექტემბერს ნოქართა კლუბში გამართულ ლიტერატურულ საღამში მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვანო სარაჯიშვილი, პოლიევქტოს ირეთელი, ნიკოლოზ გოცირიძე, იოსებ ივანიძე, მიხეილ კავსაძის გუნდი და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბრისქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ვლადიმერ ყანჩელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.