რეგისტრირებული ფაქტები92332
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 27 ივლისს გიორგი თადეოზის ძე ნამიჭეიშვილი და ბესარიონ ივანეს ძე ნადირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 ივლისს ახალ სენაკში წარმოადგინეს ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ ვალერიან გუნიას მონაწილეობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 ივლისს ბორჯომში მჟავე წყლის სათეატრო შენობაში წარმოადგინეს „ხანუმა“, რომელშიც მონაწილეობდა ნ. ჯავახიშვილისა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივლისს წაღვერსა და აბასთუმანში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიშაშვილს წარმოდგენები უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძე გაზეთ „სინათლესთან“ თანამშრომლობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კაზიმირ ცხომელიძე თბილისის სახალხო სამუსიკო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძე ჟურნალთან „თეატრი და ცხოვრება“ თანამშრომლობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 ივლისს სიღნაღის ახალ კლუბში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ივლისს სოხუმის გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ახალი გამგეობის არჩევნების ოქმი, რომელსაც დაურთო წერილი ახალი არჩევნების ჩატარების მიზეზების შესახებ,ვინ აირჩიეს წევრებად და რა შედეგები მოჰყვა გამგეობის სასარგებლოდ „ფინჯან ჩაის“ დაწესებულების გახსნას. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ნიკო თავდგირიძე და მდივანი დავით მეძმარიაშვილი.

