საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წელს, ივანე ნანუაშვილის ანდერძის თანახმად, მისი ქონების მემკვიდრეები გახდნენ გოგი ჯავახიშვილის ქალიშვილი და სიძე, რომლებიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ.

1975

ტიპი: ღონისძიება

1975 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას ლიტერატურული წერილები.

1975

ტიპი: გარდაცვალება

იოსებ დავრიშევი 1975 წელს 92 წლის ასაკში საფრანგეთში გარდაიცვალა.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წლის 14 ნოემბერს შალვა თავართქილაძემ ბახვიდან თბილისში წერილი გაუგზავნა ქეთევან შარაშიძეს, მადლობა გადაუხადა ბახვის სკოლის სახელოვანი პედაგოგების მოღვაწეობის ასახვაში დახმარებისა და სასკოლო მუზეუმის შევსებისთვის.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წლის ოქტომბერში მიხეილ კვალიაშვილი შვილთან, მანანასთან, ერთად საქართველოდან პოზნანში დაბრუნდა.

1974

ტიპი: გარდაცვალება

დავით გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1974 წლის 24 აგვისტოს.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წლის 9 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანის ერთ-ერთ გამომცემლობაში გიორგი რატიშვილის სურათი ნახა.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წლის 9 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ახალი სამხედრო წოდების მიღებით შემოსავალი არ გაზრდია, რადგან პოდპოლკოვნიკისა და მაიორის რენტა ერთნაირი (2 500 ზლოტი) იყო.

1974

ტიპი: გარდაცვალება

კონსტანტინე მეძველია გარდაიცვალა 1974 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს ზაალ ჟვანია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი იყო.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს პაატა ნაცვლიშვილი და ია ხუბაშვილი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ მუშაობდნენ.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს გიორგი წერეთელი პარიზში ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წელს გიორგი წერეთელმა, ლევან ზურაბიშვილმა და მიხეილ გრიგოლიამ პარიზში ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ დააარსეს.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წელს ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგური საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1974

ტიპი: თანამდებობა

1874-1915 წლებში დავით გრიგოლის ძე გველესიანი საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წელს ისიდორე დოლიძემ „ქართული სამართლის ძეგლების“ მეხუთე ტომში დაბეჭდა ბაგრატ III-ის შეწირულობის სიგელი, რომელშიც მოყვანილია ცნობები ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს დაარსების შესახებ.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წელს გამოქვეყნდა გიორგი სამხარაძის პოეტური კრებული „რჩეული”.

1974

ტიპი: ავტორობა

1974 წელს გამოქვეყნდა ლავრენტი ჭიჭინაძის მოგონებანი „შუქი სხივოსანთა”.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის დეკემბერში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან პოზნანში მიიღო რევაზ ვახტანგის ძე ბერიძის 31 ცალი „ძველი თბილისი ნახატებში“.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში, სამხედრო შტაბში, დაიბარეს და პოდპოლკოვნიკის პატენტი გადასცეს.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 18 აგვისტოს პოლონეთში ჩასულმა გიორგი ლეონიძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ურჩია, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან – დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელეონორა“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, ვასილ ბარნოვის „ისნის ცისკარი“, ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონი“, დავით კლდიაშვილის „მიქელა“, ლეო ქიაჩელის „მთის კაცი“ და ა. შ. – რამდენიმე ეთარგმნა.