რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ გასაყიდად გამზადებული ძველი ნივთების ღირებულება 450 მანეთამდე იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ნაკაშიძის მოხსენება გურიანთის სკოლისთვის ნაანდერძევი ფულის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სტიპენდიების განაწილება საადმინისტრაციო სექციას დაავალეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურებისგან მისაღები 1 250 მანეთით სარაჯიშვილის სახელობის 8 სტიპენდია უნდა გაეცათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 აგვისტოს პავლე იოსების ძე თუმანიშვილის თავმჯდომარეობით ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის I სხდომა გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 აგვისტოს დუშეთის საკრებულო დარბაზში ივ. იაშვილისა და ალ. ინაშვილის თაოსნობით წარმოადგინეს საბავშვო პიესა „ყვავილთა შორის“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 აგვისტოს დუშეთის საკრებულო დარბაზში ივ. იაშვილისა და ალ. ინაშვილის თაოსნობით გამართული საღამოს შემოსავლიდან 40 მანეთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა, 5 მანეთი კი – ჯარისკაცთა დამხმარე კომიტეტს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 აგვისტოს დუშეთის საკრებულო დარბაზში გამართულ საღამოზე ქალთა გუნდმა ქართული სიმღერები შეასრულა. ლოტბარი – გ. გელაშვილი.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 17 აგვისტოს, პირველ მსოფლიო ომში, დაჭრეს კაპიტანი ანტონ მაქსიმეს ძე წუწუნავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 აგვისტოს საგარეჯოში ი. ანუაშვილის, ე. გარსიაშვილის, ს. ბერიძისას, ლ. ბერიძის, ქვლივიძის და სხვების მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „სამშობლო“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილება უმორჩილესი თხოვნით მიმართავს მთავარ გამგეობას, რათა ორმოცი თუმნის წიგნები და სასკოლო ნივთები ანდონ ფილიალს საწყობიდან (ხელმომწერნი: გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები – მიხეილ მატიაშვილი, მღვდელი მიხეილ მენთეშაშვილი, დიმიტრი გონაშვილი).