რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 2 ნოემბერს მცხეთის სობოროში ნინო ლევანის ასულის ბაგრატიონის პანაშვიდი გაიმართებოდა. პანაშვიდისთვის თბილისიდან მცხეთამდე საგანგებო მატარებელი იყო დანიშნული.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 ოქტომბერს ედიშერ ჭიაურელის საწვრილმანო დუქანი გაძარცვეს და წაიღეს დახლი, ერთი თუმანი, სამი თუმნის ღირებულების ბარათები და თამასუქები.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 29 ოქტომბერს გაბრიელ დემიდოვი სარდაფში ჩავარდა და გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ საინტერესო იქნებოდა გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედიის „ხათაბალის“ წარმოდგენა, რადგან დავით მერაბის ძე გამყრელიძისა და ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ ნათამაშევ ისაიას როლს ერთმანეთს შეადარებდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ერმალოვმა ბაქოში ნავთის მწარმოებლებს განუცხადა, რომ მთავრობამ ბაჟი დააწესა ნავთზე, თუმცა ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, რა ფორმით გადაიხდიდნენ ახალ გადასახადს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთი „კავკაზი“ იუწყებოდა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი 21 ოქტომბერს ბაქოში ნავთის წარმოების საქმის შესასწავლად გაემგზავრა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი სახელმწიფო მდივანი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვრასკ გალკინმა კავკასიაში ციხეებისა და საპყრობილეების მოწყობის პროექტი შეიმუშავა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ვრასკ გალკინის მიერ შედგენილი პროექტი კავკასიაში ციხეებისა და საპყრობილეების მოწყობის შესახებ მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა. მოგვიანებით ჩრდილო და ამიერ კავკასიაში შეუდგებოდნენ საკატორღო ციხისა და ორი საპყრობილის მშენებლობას, რომლისთვისაც თანხა გამოყოფილი იყო. ასევე, გადაწყვეტილი იყო ზოგიერთი სამხედრო უწყება ციხეებად გადაეკეთებინათ.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძე გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედია „ხათაბალაში“ ისაიას როლს ითამაშებდა. ამ როლს ადრე ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში ვასილ ალექსის ძე აბაშიძე გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედია „ხათაბალაში“ გერასიმ იაკულიჩ ზამბახოვის როლს ითამაშებდა. ამ როლს ადრე კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი ასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, ტარიელოვისა, კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი და კ. მ. მაქსიმიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვის ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების კრების წევრებმა გადაწყვიტეს კავკასიაში განათლების მზრუნველ კირილე პეტრეს ძე იანოვსკისთვის საპატიო წოდება მიენიჭებინათ გაწეული შრომისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილავდნენ ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკის მოხსენებას ალაგირში მსხლის ავადმყოფობის შესახებ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე განჯის გუბერნატორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძეს გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გუბერნატორ მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძის თაოსნობით განჯაში ღარიბი მოსწავლეებისთვის სამუსიკო სკოლა დააარსეს. სულ 30 მოსწავლე სწავლობდა, მოგვიანებით სხვა საგნებსაც დაამატებდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში ხუთმოქმედებიან დრამას „ცოლი-მეუღლეს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი და დავით მერაბის ძე გამყრელიძე.