საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93616

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1918 წლებში სიმონ ესაძემ გადასაღები აპარატი გამოყო კინოფილმ „ქრისტინეს“ გადასაღებად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სიმონ ესაძემ განადგურებისაგან იხსნა ვლადიკავკაზის ადგილობრივი ბრიგადისა და ყიზლარის არქივების 100 ათასამდე საქმე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე ზაქარიაძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ბოლოს ალექსანდრე ზაქარიაძე თბილისში ჩამოვიდა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ზაქარიაძე 1917 წელს წმინდა გიორგის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ზაქარია ყიფშიძე კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს უფროსი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლამდე როსტომ მუსხელიშვილი კავკასიის ფრონტზე, 39-ე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილი ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის სარდლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ოქტომბერში მეთაურობდა გვარდიულ ცალკეულ საკავალერიო ბრიგადას, რომელიც გადმოსროლილ იქნა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტიდან მოსკოვში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის მოსკოვის ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ხელისუფლების გადასვლა ბოლშევიკების ხელში, განკარგულება მისი ბრიგადის გადასროლაზე გაუქმებულ იქნა და ბრიგადა განლაგდა გჟატსკის მიდამოებში (პეტროგრადთან).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ბოლოს, პირველივე შესაძლებლობისთანავე პოლკოვნიკი გიორგი ერისთავი გაემგზავრა საქართველოში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ბოლოს გიორგი ერისთავი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა თბილისში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან ალექსანდრე ქონიაშვილი დივიზიის მეთაურის მოადგილე იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ასლან აბაშიძეები საქართველოში დაბრუნდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ამირეჯიბი 1917 წლამდე ახალციხეში დისლოცირებულ მე-20 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სამხედრო დამსახურებისთვის გიორგი ამირეჯიბი წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი წმინდა სტანისლავის მესამე ხაისხის ოდენით, მახვილებით და ბაფთით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელსარკადი მიქაშავიძეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს საბრძოლო დამსახურებისთვის არკადი მიქაშავიძეს გადაეცა წმინდა გიორგის ოქროს იარაღი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ევგენი იმნაძე წმინდა სტანისლავის I ხარისხის (მახვილებით) ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

1917

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გიორგი კვინიტაძემ რუსულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა მემუარული ხასიათის ნაშრომი „საქართველოს დამოუკიდებლობის წლები. 1917-1921“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 692 მანეთსა და 18 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 670 მანეთსა და 54 კაპიკს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 650 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 642 მანეთსა და 74 კაპიკს. განყოფილებამ წლის განმავლობაში გამართა 19 სხდომა, განიხილეს 12 საქმე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ როსტომის ძე ჩხატარაშვილი, ონ. ან. ჩოლოყავა, კ. ს. ჩინჩალაძე, გ. მ. ჩარექაშვილი, კ. ვ. შენგელია და დ. ზ. ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.