საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. გ. ჯაბაგი იყო კავკასიის მთის ხალხთა რესპუბლიკის მთავრობის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისში ჩამოსულმა თერგის (ახლანდელი ჩეჩნეთის) რესპუბლიკის სასურსათო კომისარმა ი. ნ. ბუტირინმა და ინგუშეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ. გ. ჯაბაგიმ მიაღწიეს შეთანხმებას. შეთანხმების თანახმად, თერგ-დაღესტნის ოლქში იგეგმებოდა ბოლშევიზმის მშვიდობიანი გზით ლიკვიდაცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისში ჩამოსულმა თერგის (ახლანდელი ჩეჩნათის) რესპუბლიკის სასურსათო კომისარმა, ი. ნ. ბუტირინმა და ინგუშეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ. გ. ჯაბაგიმ მიაღწიეს შეთანხმებას. შეთანხმების თანახმად, უახლოეს ხანში მოსალოდნელი იყო ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისში ჩამოსულმა თერგის (ახლანდელი ჩეჩნეთის) რესპუბლიკის სასურსათო კომისარმა ი. ნ. ბუტირინმა და ინგუშეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ. გ. ჯაბაგიმ მიაღწიეს შეთანხმებას: უახლოეს დროში იგეგმებოდა თერგ-დაღესტნის ოლქში მცხოვრებთა საყოველთაო საბჭოს მოწვევა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ახალქალაქის ყოფილი ქართული გიმნაზიის დირექტორი ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი დაინიშნა თელავის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მთავრობისათვის წარუდგენია პროექტი 50 მილიონიანი სესხის აღების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მთავრობისათვის მიუმართავს გორში ევაკუირებული ახალციხისა და ახალქალაქის სახაზინოების გაუქმების წინანადადებით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, პროფესორთა საბჭოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტის რექტორად აურჩევია ვ. ი. რაზუმოვსკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 სექტემბერს პოლკოვნიკი ლიუბიმოვი და კულიკოვსკი სანადიროდ გამგზავრებულან სადგურ „Соудж Булаг“-ის მიმართულებით და მას მერე აღარ გამოჩენილან. მთავრობამ ხელისუფლებას დაავალა ზომების მიღება დაკარგულების ძიებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივანი ვასილ თომას ძე ხახანოვი თანამდებობიდან გადააყენეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივნის პოსტიდან გადაყენებულ ვასილ თომას ძე ხახანოვს შეუნარჩუნდა ქალაქის დუმის მდივნის ადგილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივნის თანამდებობის შესრულება დაევალა ლ. ა. ბოდისკოს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ თომას ძე ხახანოვი იყო ქალაქის დუმის მდივანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ საქართველოს სარკინიგზო გზების მე-300-ე ვერსტზე მდებარე ხე-ტყის საწყობის უფროსად დანიშნა მ. ს. გიორგობიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ პროფესიულ კავშირთა საბჭომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას აცნობა თავისი დადგენილება, რომლის თანახმად, ამიერკავკასიის ბანკის მსახურთა გაფიცვის საქმე განსახილველად საქართველოს მთავრობას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 10 ოქტომბერს დოქტორი ვესტერნჰაგენი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებას წაუკითხავდა ლექციას „ევროპის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე განცხადებები ყოველდღიურად მიიღებოდა მ. ზეინალოვის მიერ თბილისში, ტატიანას ქუჩა 5-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ დღეს საღამოს 8 საათზე კავკასიის სამედიცინო საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა უშაკოვის ლექცია „რევოლუცია ბულგარეთში და ბულგარეთის ღალატის გავლენა მსოფლიო ომის მიმდინარეობაზე“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. გ. ჯაბაგი იყო ინგუშეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სასურსათო ორგანიზაციის მისამართზე დაბინავებულ იქნა 120 ვაგონი მარილი, რომელიც მთავრობის საგანგებო რწმუნებულ ვასილ იოსების ძე არდიშვილს შეუთავაზებია ქალაქის გამგეობის სასურსათო განყოფილებისთვის, ასევე ქალაქთა და ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მიუღიათ ახალი წევრი, მწერალი და დრამატურგი აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვი იყო მწერალი და დრამატურგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვი რევოლუციის პირველივე დღეებიდან ემხრობოდა პარტიას „Муссават“.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვს არ შეუწყვეტია აზერბაიჯანის მთავრობასთან თანამშრომლობა. ამიტომ სტატიის ავტორის აზრით, გასაკვირი იყო, რომ მწერალი აზერბაიჯანის მოწინაამღდეგეთა ბანაკში გადავიდა და პარტიის „Гуммет“ წევრი გახდა.