რეგისტრირებული ფაქტები89748
სორტირება თარიღი კლებადობით
1933
ტიპი: თანამდებობა
1933-1938 წლებში დიმიტრი ჯანელიძე მუშაობდა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტში ლიტერატურის კათედრის ასისტენტად.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლიდან დიმიტრი ჯანელიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლიდან თედო სახოკია ახალგაზრდობის დროინდელი ნაღვაწის დალაგებასა და დასაბეჭდად მომზადებას შეუდგა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933-1936 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე ჟურნალ „პიონერის” რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი იყო თბილისში.
1933
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ თედო კიკვაძეს ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დასაარსებლად რჩევები და მითითებები მისცა.
1933
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში მარქსის „კაპიტალის“ კითხვა თევდორე კიკვაძისთვის, როგორც მრეწველობაში დაქირავებული მუშაკისთვის, გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და ნაშრომი მაინც წაიკითხა.
1933
ტიპი: ღონისძიება
1899-1901 წლებში ოზურგეთის კერძო სასწავლებელში თევდორე კიკვაძის მოღვაწეობის დროს არ ყოფილა შემთხვევა, მასთან მომზადებულს მიზნისთვის არ მიეღწიოს.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 31 ოქტომბერს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ თუ მათი ბახვის ეზოს ჩამოჭრა გზის გაკეთებას უკავშირდებოდა, უნდა შეგუებოდნენ ამ ამბავს, თუ რამე სხვა მიზეზი იყო, მაშინ უნდა გაეპროტესტებინათ.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წლის 13 ოქტომბერს ნუცა შარაშიძემ თბილისიდან ბახვში ბებიას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა თავისი ტყუპისცალის, ქეთოს ოპერაციის შესახებ.

