საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების თხოვნა პირველდაწყებითი სკოლის გასახსნელად სასწავლო მთავრობასთან შუამდგომლობის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენება ფოთის სკოლის რევიზიის შესახებ. მეთვალყურემ მოსწავლეების საზოგადო სისუსტეზე გაამახვილა ყურადღება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სიღნაღში პირველდაწყებითი სკოლის გასახსნელად ყოველგვარ ხარჯს ადგილობრივი გამგეობა კისრულობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ზანდუკელის თხოვნა ასი თუმნის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძე თხზულება „შენ მე შემიყვარებ...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ფსიქოლოგიური ეტიუდი „დაგლოცა?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავის 8 ივნისს ქართველ სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის წერილი „სიმართლე ფილარმონიულ საზოგადოების დაარსების შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-4 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ გარიყულის თხზულება „რას დამტიროდა?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით იაკობის ძე მებუკის ლექსი „მელნის ტბაზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფის ძე ჩხეიძის „კიკნა პოემები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის წერილი „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის მუზა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მანთაშოვის სომხურიდან ქართულ ენაზე თარგმნილი ჰაზირას ლექსი „საიათნოვას ძეგლის წინაშე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისს ვახტანგ კოტეტიშვილმა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში წაიკითხა ლექცია „სიმახინჯე, როგორც სახე მე-XIX საუკუნეში ქართველისა დღევანდლამდე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ ანაშვილის წერილი „დ. ახალ სენაკის თეატრი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ქართული სახიობა“ („ვინ არის დამნაშავე?“).

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „მეგობრობა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში ადგილობრივი დრამატული წრის გამგეობამ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში წარმოდგენილ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამაში „მეგობრობა“ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია არჩილ ლომაურის როლს ასრულებდა, მარიამ თათეიშვილი-რატიანისა – თამარას როლს, ანასტასია გამრეკელისა – კატოს, ქეთო კალაძე – ელიკოს როლს და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის თხზულება „შორს“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის 20 ივნისს მუსიკოსი დიმიტრი არაყიშვილი დასასვენებლად პატარა ცემში წავიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ მთავარმა გამგეობამ განიხილა გამგეობასთან არსებული სექციის დადგენილება თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხის შესახებ. სექციამ ეს დადგენილება გამოიტანა მას შემდეგ რაც გაეცნო საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებას, რომელიც ეხებოდა თელავის ქართული სკოლის მდგომარეობას. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.