რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვი აზერბაიჯანელ მუსულმანთა წრეებში თვალსაჩინო, გამორჩეულ მწერლად ითვლებოდა. მით უფრო, რომ მეორე ნიჭიერ აზერბაიჯანელ მწერალ ვეზიროვს დიდი ხანია უკვე არაფერი დაუწერია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვის რომელიმე პარტიაში შესვლა მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ქართველ მუსულმან ინტელიგენციისათვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი იყო ახალქალაქის ყოფილი ქართული გიმნაზიის დირექტორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სტატიის ავტორმა თავი შეიკავა რეიხშტადტის თამაშის შეფასებისგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არტაშეს სემიონის ძე დოშოიანცი გამოსცემდა ფურცელს „Вечерние Телеграммы“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არტაშეს დოშოიანცი იყო გამომცემელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გიორგი ჟურულმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა, თამბაქოს მწარმოებელ ფაბრიკანტებს აქციზი გადაეხადათ არა ჩეკებით, არამედ ნაღდი ფულით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა სოკოლოვსკიმ იოსებ ივანეს ძე ლაღიშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სემინარიაში მისვლისას სისხლი და თმის ნაგლეჯი დაინახა. პავლე ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ მას ჩააბარეს ბრალდებული და მისი ხანჯალი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა სოკოლოვსკიმ იოსებ ივანეს ძე ლაღიშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს ლაბადის ჯიბეში ეგზარქოსის სახელზე დაწერილი თხოვნა უპოვა და გამომძიებელს გადასცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული 24 მაისამდე მასთან ცხოვრობდა, თავის შვილებს ასწავლიდა და ამიტომ მას უანგაროდ არჩენდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული პავლე ჩუდეცკიზე სამდურავს არასდროს ამბობდა, მხოლოდ სასულიერო სემინარიის ინსპექტორზე იყო განაწყენებული.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. მას ნემსიც კი არ გააჩნდა, არათუ იარაღი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, თავისი საწოლიც კი არ ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ძალიან კარგად იქცეოდა. ლაღიაშვილი ინსტიტუტში სასწავლებლად ემზადებოდა და თავის საქმეს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე მოსწავლეებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული პავლე ჩუდეცკის კეთილ, კარგ ადამიანად მოიხსენიებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია უზნაძემ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არაფერი იცოდა არც პავლე ჩუდეცკის მკვლელობის და არც – ლაღიაშვილისა და რექტორის ურთიერთობის შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია უზნაძე თბილისის სასულიერო სემინარიიდან გამორიცხული იყო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია უზნაძე მეტეხის ციხეში იყო დაპატიმრებული.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისა იყო 50 წლის, სმენადაქვეითებული.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისამ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ბავშვობაში მშვიდი და წყნარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისამ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ბავშვობაში დაობლდა და აღსაზრდელად თავად აიყვანა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო მახარაშვილისამ იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს აღმზრდელები დადებითად ახასიათებდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა დათოშვილმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული ძალიან კარგად იქცეოდა. იგი მშვიდი და სხარტი მოსწავლე იყო.