რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა განცხადება, რომ მსახიობი დ. რჩეულოვისა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივნისს ქართულ თეატრში ერთი კვირის დაგვიანებით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-8 დღეს, დრამატული კურსების პროგრამისა და წესების შესამუშავებლად აირჩიეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ვლადიმერ მესხიშვილი, ვახტანგ ღამბაშიძე, იოსებ გედევანიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობას, მე-7 დღეს, აკაკი ფაღავამ წარუდგინა განსაკუთრებული კომისიის მიერ შემუშავებული საკითხები „ამპლუაზე“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობას, მე-7 დღეს, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა გააცნო განსაკუთრებული კომისიის მიერ შემუშავებული საკითხები ბენეფისებისა და იუბილეთა შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, განიხილეს ვახტანგ ღამბაშიძის მოხსენება „დრამატული კურსების დაარსების შესახებ“. ყრილობამ ასეთი კურსების დაარსების იდეა მოიწონა და შექმნა კომისია, რომელიც იზრუნებდა მათ ჩამოყალიბებაზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, განიხილეს მსახიობთა წლიურად მოწვევის საკითხი, რომელსაც მხარს უჭერდა ალექსანდრე წუწუნავა. ყრილობამ წინადადება მოიწონა და მსახიობებისთვის წლიურად ორთვიანი შვებულებაც დააწესა.