რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ შაპოვალოვმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს სწავლის დასრულების შემდეგ ყოფაქცევაში ხუთიანი გამოჰყვა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დათოშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. ტურკევიჩმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული სასულიერო სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ ძალიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. ტურკევიჩმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულისთვის ციმბირში გადასახლება უფრო შესაფერისი სასჯელი იყო, ვიდრე 20 წლიანი პატიმრობა. იგი სასჯელის შესამსუბუქებლად და შესაცველელად ხელმწიფესთან შუამდგომლობას ითხოვდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბრალმდებელმა იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული სიკვდილით დასჯას იმსახურებდა, თუმცა არასრულწლოვნობის გამო სასჯელს შეუმსუბუქებდნენ. მისი აზრით, დამნაშავისთვის 20-წლიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ელისაბედ სოლომონის ასული მარჯანოვი და გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ნათესავებსა და ახლობლებს ატყობინებდნენ ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას გარადაცვალებას.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წის 6 ნოემბერს ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას დაკრძალვა იყო. გარდაცვლილს ელიზავეტინის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლიდან გამოასვენებდნენ და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაასვენებდნენ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას დედა ელისაბედ სოლომონის ასული მარჯანოვი იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას მეუღლე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბერს ხუთმოქმედებიან დრამას „სამშობლოს“ არწრუნისეულ თეატრში წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, მ. ლეონიძისა, კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გიორგი ერისთავმა ბერლინში ვაჭარს 5 000 მანეთის ღირებულების ნივთები წაართვა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სომეხი მწერალი პ. შანშიევი თბილისში გარდაიცვალა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 მარტს თბილისის საარტისტო საზოგადოების დარბაზში მ. ფ. ანდრეევის სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევგენია ჯორჯაძის საქმის განხილვას კარნოვიჩი თავმჯდომარეობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არღუთინსკაია-კოზლოვსკაია იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მარია ლიუდომირის ასული როქსანოვა იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ პეტრეს ძე არციბაშევი იყო დრამატურგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ევა კოშევაია იყო თეატრის მსახიობი.