საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე იაკობის ძე ცერცვაძის გორში მდებარე ორსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ისხაკ, შაფათა, დანიელ და აბრამ ისრაელის ძე ხახანაშვილებს ქუთაისში, მიხაილოვისა და ბაზრის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გედევან მარკოზის ძე ბახტაძეს ბათუმში, ზღვის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულინი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 10 მარტს სოფ. ნორიოს მცხოვრები ივანე ნიკოლაშვილი დაიღუპა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაი ზიჩმა გადაწყვიტა, „ვეფხისტყაოსნისთვის“ დახატული სურათების დედნები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ეჩუქებინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლეონტი სხირტლაძე, პოლიევკტ ოყრეშიძე, გრიგოლ ბელინსკი, პეტრე ბენედიქტოვი, ნიკოლოზ ტერ-აკოფოვი და დავით მაისურაძე ფოსტალიონებად დაინიშნენ თბილისის ფოსტაში.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. შანშიევი მწერალი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანების თანახმად, სააქციზო სასმელის უფროს საშტატო კონტროლიორებად დაინიშნენ: პეტრე კოზლოვი, ალექსანდრე შავერდოვი, პლატონ გიორგობიანი და გიორგი ინასარიძე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის სასამართლოზე რევაზ ვახვახიშვილი მოწმედ გამოვიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ტიმოფეი რიბალკინი თბილისის ფოსტაში დაინიშნა ფოსტალიონად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე იაკობის ძე ცერცვაძეს გორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 მარტს ბანკის თეატრში ვლადიმერ აღნიაშვილის ქართულმა ხორომ კონცერტი გამართა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონის მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ისხაკ, შაფათა, დანიელ და აბრამ ისრაელის ძე ხახანაშვილების ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია ნიკოლოზის ასულ თამამშევისა და ლევან ავეტის ძე ზურაბოვის თბილისში მდებარე ერთ სამსართულიან, ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან სახლს ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს გ. თუთბერიძე კიევის სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გედევან მარკოზის ძე ბახტაძის ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულინი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტს თბილისის თეატრში კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანს სალიტერატურო საღამო უნდა გაემართა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია ნიკოლოზის ასულ თამამშევსა და ლევან ავეტის ძე ზურაბოვს თბილისში, მუხრანიანთ და პოლიციის ქუჩაზე, ერთი სამსართულიანი, ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო ივანეს ასულ პოზნიაკოვის ვერაზე მდებარე სართულნახევრიან სახლს პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში მ. ბეზირგანიშვილს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში ცალკე წიგნად უნდა გამოსულიყო ივანე თხორჟევსკის მიერ რუსულად ნათარგმნი ქართული ლექსები.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ერისთავი რამდენიმე თვე საფრანგეთის სატუსაღოში იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო ივანეს ასულ პოზნიაკოვისას ვერაზე სართულნახევრიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვიტოვიჩი თელავის მომრიგებელი მოსამართლე იყო.