რეგისტრირებული ფაქტები89722
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ამ სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ჯერ ასწავლიდა სამინისტრო სკოლაში, შემდეგ კი – სენაკის თავად-აზნაურთა სკოლაში.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლის პედაგოგ სამსონ მუმულიას წლიური ანაზღაურება 648 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში 47 მოსწავლე სწავლობდა. იმის გამო, რომ სწავლის მსურველი მეტი ბავშვი იყო, მასწავლებელი ეკატერინე ბახტაძე საღამოობითაც ამეცადინებდა მოზრდილ მოსწავლეებს.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ საყოველთაო განათლება უფასო ყოფილიყო.მისი აზრით, სჯობდა, საზოგადოებაში მოსწავლეთა მშობლებს შეეტანათ ფული, როგორც საწევრო გადასახადი. გამგეობამ მისი მოსაზრება გაიზიარა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლა, რომელიც ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული. ეკატერინე ბახტაძე ამ სკოლის პედაგოგი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლა დაათვალიერა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი (ახალი თანამშრომელი), რომელთაც სამოქალაქო სასწავლებელში ჰქონდათ განათლება მიღებული, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის პედაგოგები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლა დაათვალიერეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ და თბილისის განყოფილების გამგეობის მუდმივმა წევრმა თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, მიხეილ დავითაიამ და მდივანმა, დავით ქობალავამ სენაკის გამგეობას აცნობეს, რა პირობებში გაიხსნა ბიბლიოთეკა და სახალხო გაზეთის გამოწერა სთხოვეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის 1916 წლის ანგარიში, რომელიც შეადგინეს: მიხეილ დავითაიამ და დავით ქობალავამ. ეს ანგარიში მთავარ გამგეობაში 1916 წლის 24 მარტს მიიღეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ვასილ ბესარიონის ძე კახიძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს პედაგოგი ტრიფონ შუბლაძე ჯარში იყო გაწვეული, მაგრამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მას ხელფასს მაინც უხდიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პეტრე გიორგის ძე ჭარაია სამურზაყანოს ორკლასიან სამრევლო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ანა ექვთიმეს ასული შარაშიძე თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ვერის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ბარბარე იასონის ასული გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სოფიოს სახელობის სკოლაში, ასევე კუკიისა და ავლაბრის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერტურას ასწავლიდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების კვაუთის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრმა ნინა ძიმისტარაშვილმა გამგეობას მისწერა, რომ დაიწყეს შენობის აგება ბიბლიოთეკისთვის და რადგან ადგილობრივ მოსახლეობას არ გაააჩნდა საკმარისი სახსრები, ამიტომ დასახმარებლად მიმართეს კერძო პირებს.

