საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ჩურიკოვი დიმიტრი ჩურიკოვის დაჭრის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს დროებითმა განყოფილებამ თელავში ევგენია ჯორჯაძის საქმის განხილვა დაიწყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ვასილ კიკნაძემ თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1 იანვრიდან, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად, გიორგი ეფრემოვი თამბაქოს განყოფილების უფროს კონტროლიორად დაინიშნა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის მარტში სოფ. საჭილაოში ივანე ვახტანგის ძე ასათიანი მოკლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საფოსტო კანტორაში ფოსტალიონებად დაინიშნენ კარაპეტ სარქისოვი, პროხორ გონჩარ-კაფელნიკოვი და ლუკა ბორისოვი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ნასიძე ცხინვალში მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1 იანვრიდან, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად,დიმიტრი თუმანოვი და ვალერი იანუშევსკი სასმლის უმცროს შემმოწმებლებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი იანვრიდან ფარნაოზ ფიჩხაია, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად, სასმელის უმცროს შემმოწმებლად დაინიშნა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 1 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 1 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს ეროვნული სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით ალექსანდრე ელჩანინოვი ვ. ა. ლევანდოვსკის სახელობის თბილისის გიმნაზიის დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სარდიონ ლევანის ძე ქუთათელაძეს, ივანე დავითის ძე კაკაბაძესა და სამუელ ოთარის ძე კლდიაშვილს ბათუმში, თბილისის ქუჩაზე, ერთსართულიანი შენობა ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-4 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილმა წინამძღვარიანთკარის სკოლას 10 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო დაფქვიევისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი წიგნები: „ღამის და დილის გაბაასება“; „სამთავროს მართალი და ჭეშმარიტი“; „ვარდ-ბულბულიანი“ ანუ ზნეობით სწავლა; „სიბრძნე ბალავარისა“; „მანანას ლექსი“; „ამბავი იოსებისა და ზილიხანისა“ და „ასო სამღერელი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ძველი ქართული გალექსილი ხელნაწერი იყიდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სპირიდონ ჯორჯიკიას მიერ ქუთაისის სათავადაზანურო სასწავლებლში არსებული ვაკანსიების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენის შესახებ რაფიელ ერისთავის მოსაზრება დაიბეჭდა.

1840

ტიპი: ღონისძიება

1840 წლის 30 ივლისს დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოიცა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-5 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მაჩაბელმა საყმაწვილო წიგნი „საკვირველნი ცხოველნი“ თარგმნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილი ივანე მაჩაბელის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნისთვის „საკვირველნი ცხოველნი“ სურათებს ამზადებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში რაჟდენ ჯაჯანაშვილის მიერ შედგენილი „კრებული არითმეტიკულის ამოცანებისა“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ ჯაჯანიშვილმა „კრებული არითმეტიკული ამოცანებისა“-ს მეორე გამოცემა შეადგინა.