საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დომინიკა ნიკოლოზის ასულ ჯიმშეროვის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, ერთი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით სვიმონის ძე კობიევის თბილისში მდებარე ორსართულნახევრიან სახლს სამი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თეიმურაზ ჩაჩავა ოჩამჩირის სკოლის მზრუნველი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ მიხეილის ასულ მელიქ-გაიკაზოვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი მიშენებით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა ივანეს ასულ ოთაროვის კოჯორში მდებარე ორსართულიან სახლს ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ მიხეილის ასულ მელიქ-გაიკაზოვისას თბილისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი მიშენებით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე მატინოვი პეტერბურგში იმყოფებოდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ესტატე ლევანის ძე ციციანოვს თბილისში ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. მახათაძე პიატიგორსკის ქალაქისთავის თანაშემწედ დანიშნეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით სვიმონის ძე კობიევს თბილისში ორსართულნახევრიანი სახლი ჰქონდა სამი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თევდორე თევდორეს ძე მასალოვს თბილისში ორსართულნახევრიანი სახლი ჰქონდა მიშენებითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გაიმართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი სიღნაღში სცენის გაკეთებას უნდა მოხმარებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 18 თებერვალს სოფ. ვაყაში სინო კაპანაძემ მდინარეში ჩავარდნილი 9 წლის ბიჭი გადაარჩინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 თებერვალს არუთინ გასპაროვის სახლთან მიტოვებული ახალშობილი ბიჭი იპოვეს. ბავშვის აღზრდა მოსე პოღოსოვმა გადაწყვიტა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ნიკოლოზ კალისტოვი საეკლესიო მუზეუმის განყოფილების წევრი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ დავიდოვი გაბო აბოვიანცის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 თებერვალს მ. ჩაჩავას თაოსნობით ოჩამჩირის სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინა ივანეს ასულ ოთაროვს კოჯორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე ლევანის ძე ციციანოვის თბილისში მდებარე ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან სახლს სარდაფით, ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 22 თებერვალს ფოთში კონსტანტინე ნიკოლოზის ძე საპიცკის სახლი დაიწვა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 18 თებერვალს გიგა გაბრიელის ძე ტატიშვილი მოკლეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო მაისურაძე გაბო აბოვიანცის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ხელაევი პოლიციელად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვალს არშაკ ნალბანდოვის სახლის მოაჯირიდან 7-თუმნიანი ხალიჩა მოიპარეს.