რეგისტრირებული ფაქტები81476
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა კონსტანტინე სვიმონის ძე ერისთავის ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კონსტანტინე სვიმონის ძე ერისთავს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე იაკობის ასულ ნიკოლაძისას ქუთაისში, ჰოსპიტლის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ ონისიმეს ასულ წულუკიძეს ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დამხმარე შენობითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუკა სტეფანეს ძე შელიავას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ლ. მამულაშვილი ამიერკავკასიის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ივანეს ძე ციციანოვის ცხინვალში მდებარე ერთ ერთსართულიან და ერთ ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პეტრე მარკოზის ძე მარკოზაშვილს თბილისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ ივანეს ძე ციციანოვს ცხინვალში ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუკა სტეფანეს ძე შელიავას ქუთაისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსიას ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1-ელ თებერვალს ელისაბედ კონსტანტინეს ასული კლდიაშვილი გარდაიცვალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის აგვისტოში ქუთაისში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსია გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ელისაბედ კონსტანტინეს ასული კლდიაშვილის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს ავლაბრის წმინდა მარინეს ეკლესიაში ვასილ ივანეს ძე ფორაქაშვილის 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია აგლაძეს თონეთის სკოლაში გაწეული სამსახურისთვის 40 მანეთი გადაუხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისს საქართველოს ეგზარხოსმა პალადიმ სიღნაღში წმ. ნინოს მონასტერი მოინახულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაქსიმე ჭანტურიამ განათლება ქუთაისში ალექსი ჭიჭინაძის შემწეობით მიიღო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივნისს ვასილ პეტრიაშვილმა სტუდენტებთან ერთად ზაქარია ჯორჯაძის სარდაფი დაათვალიერა.