რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ახალ მოურავს, დიმიტრი სოფრონის ძე ჯაშს დაავალა, რომ გლეხებისთვის, რომლებიც ორი წლის მანძილზე გადასახადს თვითნებურად არ უხდიდნენ, პირობის შესრულება მოეთხოვა. მოურავი ილიასგან დაუკითხავად უვადებდა გლეხებს გადახდის ვადას, რითაც მათ თავის მიმართ კეთილად განაწყობდა, ილია კი დაუნდობელ მემამულედ გამოჰყავდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 აგვისტოს მოურავ მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამამ, გიორგი ფშავლიშვილმა მოსამსახურის პირით ილია ჭავჭავაძეს შეხვედრა სთხოვა. ილიამ შეუთვალა, რომ თუ საქმე საპატიმროდან გაქცეული შვილისთვის შუამდგომლობას ეხებოდა, შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, სხვა საქმეზე კი მზად იყო, მიეღო. პასუხით უკმაყოფილო ფშავლიშვილი გაბრუნდა.
1903
ტიპი: მფლობელობა
1903 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძეს დუშეთის მაზრის სახაზინო სამსახურმა დუშეთისა და თიანეთის მაზრებში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გადასახადის ოდენობა აცნობა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის რწმუნებულად აირჩიეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის კუთვნილ ავჭალის ტყეში ხეების უნებართვოდ მოჭრის გამო ადგილობრივი გლეხები დააპატიმრეს. მათი ნათესავები ილიას დამნაშავეთა პატიებას სთხოვდნენ, მაგრამ საქმეში უკვე პოლიცია იყო ჩარეული და მათი გათავისუფლება ტყის პატრონზე აღარ იყო დამოკიდებული. ილიამ ეს მათ აუხსნა, მაგრამ გლეხები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 აგვისტოს საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად ავიდა არტურ ლაისტი.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წლის 27 აგვისტომდე ილია ჭავჭავაძე გრძნობდა თავდასხმის საფრთხეს, ერიდებოდა იმ აივანზე გასვლას, რომელსაც ბაღი აკრავდა, შესაძლებელი იყო ჩასაფრება და მოულოდნელად სროლა. გარდა ამისა, მასთან სტუმრად მყოფ ზაალ ჭავჭავაძეს რევოლვერი გამოართვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 27 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, არტურ ლაისტსა და მსახურ იაკობ ბითარიშვილთან ერთად საგურამოდან თბილისში ეტლით დაბრუნდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 27 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილ წინამძღოლ ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ანა ბ. ორლოვა იყო სოპრანო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლიდან ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სულთან-კრიმ-გირეი კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე იყო სამოქალაქო დარგში.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს ნოშრევან ჯაფარიძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავად მუშაობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის აგვისტოს დასაწყისში საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან ჩავიდა მისი ბიძაშვილი ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე და დარჩა.

