რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ შუამავალ გიორგი ციციშვილს სოფელ ხვედურეთში ესტუმრა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 25 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში მისწერა და სამეურნეო ხასიათის დარიგებები მისცა, ასევე სთხოვა, კვირა დილით ავჭალაში ცხენი დაეხვედრებინა.
1807
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის აგვისტოს დასაწყისში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თბილისის ღვინის სარდაფში სადილობდა, გვერდით მაგიდასთან ნაცნობი სოციალ-დემოკრატები ცხარედ მსჯელობდნენ. ზაქარიამ ჯერ რაღაც კრიტიკული თქვა სოციალ-დემოკრატებზე, შემდეგ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო დალია. სოციალ-დემოკრატები გაღიზიანდნენ, ჭიჭინაძე სასტიკად სცემეს და ქუჩაში გააგდეს. სახლში მედუქნეს მიჰყავდა, რომელმაც უთხრა, რამ დაგაწყებინა სოციალ-დემოკრატებთან ილიას ქება, იმიტომ იყვნენ შეკრებილები, მის მოკვლაზე ბჭობდნენო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტის წევრმა სპირიდონ კედიამ განაცხადა, რომ ის საპროპაგანდო კომისიის წევრი იყო და კომისია სრულად თანხმდებოდა ორ მუხლზე: დამოუკიდებლობის დაცვა და დემოკრატიული რეჟიმის განმტკიცება, მაგრამ შეთანხმებას ვერ აღწევდა მე-3 მუხლის შესახებ, დამფუძნებელი კრების წევრი როგორ უნდა მოქცეულიყო პროვინციებში ხალხთან. კედია მოითხოვდა ამ მუხლის კომისიისთვის განსახილველად დაბრუნებას, რათა, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დამფუძნებელი კრებისთვის შემდეგ სხდომაზე წარედგინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტი წარდგა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინაშე და მას მინისტრად გახდომა მიულოცა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის ივლისის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძის სტუმრები, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, მოგზაური და მკვლევარი ჟაკ ბერტილიონი, რომაელი პროფესორი ბოსკო, მწერლები ვასილი ველიჩკო და არტურ ლაისტი მასთან ერთად საგურამოდან ზედაზნის მონასტერში გაემგზავრნენ და ხის ქვეშ, მწვანე ველზე ისადილეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო კომიტეტს შეხვედრა უნდა გაემართა საზოგადოებასთან შემუშავებული პროგრამის გასაცნობად და თარიღის დასადგენად, იუწყება გაზეთი „ცნობის ფურცელი“.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 31 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის საიუბილეო კომიტეტის წევრმა გრიგოლ აბაშიძემ გამოაქვეყნა კომიტეტის განზრახვის შესახებ, რომ ეს მხოლოდ ერთდღიანი დღესასწაული არ ყოფილიყო, არამედ ისეთი, რომ სამახსოვროდ დარჩენილიყო საქართველოს ყველა კუთხეში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ ურატაძემ მოწინააღმდეგეებს უპასუხა, რომ საჭიროდ არ მიაჩნდა პროპაგანდის შესახებ კანონპროექტის კვლავ საპროპაგანდო კომისიისთვის გადაცემა შესათანხმებლად, რადგან წინასწარ დარწმუნებული იყო, რომ პროექტის მე-3 მუხლზე ისევ ვერ შეთანხმდებოდნენ.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 4 აპრილს ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორ გიორგი თუმანიშვილს და აღშფოთება გამოხატა იმ ცილისწამებათა გამო, რომელთაც გაზეთი აქვეყნებდა „ივერიის“ წინააღმდეგ, გააფრთხილა, რომ მასთან საგაზეთო პოლემიკაში ჩაბმის ნაცვლად აპირებდა სიმართლის გასარკვევად მიუკერძოებელ პირთა სასამართლოსთვის მიემართა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივლისის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში უმასპინძლა პარიზის უნივერსიტეტის პროფესორს, მოგზაურსა და მკვლევარ ჟაკ ბერტილიონს, რომაელ პროფესორ ბოსკოს, მწერლებს: ვასილი ველიჩკოს და არტურ ლაისტს.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სააღებმიცემო კომპანია „შუამავლისგან“ სურათი შეიძინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, გაქურდეს თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ცაგარელი, რომლის სახლიდანაც წაიღეს 306 მანეთის ღირებულების ვერცხლისა და ოქრო ნივთები, ერთი თამასუქი 140 მანეთისა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

