რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების უფასო სამკითხველო-ბიბლიოთეკა შემდეგ ჟურნალებს იღებდა: „სახალხო ფურცელი“, „ახალი ივერია“, „თემი“, „შრომა“, „აზრი“, „ბათუმის გაზეთი“, „ნაკადული“, „განათლება“, „რუსსკოე სლოვო“, „ნივა“, „ზაკავკაზსკიე რეჩი“, ასევე ვასილ კირვალიძის მიერ შემოწირულ ჟურნალს – „თეატრი დ აცხოვრება“.
1914
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1914 წელს მაჩხაანის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 346 მანეთსა და 73 კაპიკს, გასავალი – 229 მანეთსა და 73 კაპიკს. ფილიალს ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში, ჰყავდა 41 წევრი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარემ, მღვდელმა ნიკანდი დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, განყოფილების წევრებმა მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვიმა და იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა.
1914
ტიპი: სტატუსი
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 64 წევრს შორის ირიცხებოდნენ: გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, პართენ თომას ძე გონაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ათანასე ბებურიშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, მიხეილ ზედელაშვილი, მიტო ალექსანდრეს ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, სიმონ გულბათის ძე კიკილაშვილი, მარიამ ზაქარიას ასული ჭუჭულაშვილი, მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი, მღვდელი ვლადიმერ ქოქიაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, ალექსანდრე ჯავშანაშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, იოსებ დავითის ძე ქადაგიძე, მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, ხირსის მონასტრის იღუმენი დიმიტრი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, მღვდელი არჩილ ალადაშვილი, გრიგოლ გრიგოლის ძე მირიანაშვილი, რომანოზ დავითის ძე მჭედლიშვილი, ოლღა ჩიკვაიძე (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი).
1914
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის გასავალი შეადგენდა: 50 მანეთს – 20% მთავარი გამგეობა, 50 მანეთს – ჯუგაანის სამკითხველო, 30 მანეთს – ზემო მაჩხაანის სამკითხველო, 120 მანეთს – მაჩხაანის სამკითხველოს მეთვალყურე, 120 მანეთს – სასწავლო წიგნების საწყობი, 4 მანეთს – რვა ახალი ყულაბისთვის. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა და ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამგეობას შეუმცირდა შემოსავალი, რისი მიზეზიც იყო ომის სირთულეები და 1913 წელს საზოგადო კრებაზე მომხდარი გაუგებრობა, რის შემდეგაც ალექსანდრე ინაშვილი სათავეში ჩაუდგა განაწყენებულ მასწავლებელთა ერთ ნაწილს და აშკარა ომი გამოუცხადა ფილიალს. მას სურდა მისი ან მოსპობა, ან სიღნაღის განყოფილებასთან შეერთება. ამის შედეგად ბევრმა წევრმა დატოვა განყოფილება, მით უფრო, რომ ისედაც უჭირდათ საწევროს გადახდა – ყოველწლიური სამი მანეთი დაბეგვრის ტოლფასი იყო მათთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წლიური ანგარიშის თანახმად, განყოფილებას საანგარიშო წელს გამოაკლდა ოცდათორმეტი წევრი, შეემატა – ცხრა. 1915 წლის 1-ლი იანვრისთვის ფილიალს ორმოცდაერთი წევრი ჰყავდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე მალხაზის ასული კედია, მარიამ ივანეს ასული ჟორდანია, მიხეილ პეტრეს ძე პატარაია და ილარიონ ვატას ძე მიქელაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ საზოგადოების ერთ-ერთ განყოფილებას ზუგდიდის მაზრის უფროსისთვის სკოლის გახსნის ნებართვა უთხოვია. განყოფილებას ამის შესახებ არ უცნობებია მთავარი გამგეობისთვის და არც ამ საქმისთვის საჭირო ცნობები მიუწოდებია. მთავარი გამგეობა აფრთხილებდა საზოგადოების ყველა განყოფილებას, რომ მათ სკოლის გახსნის შესახებ აუცილებლად უნდა მიემართათ მთავარი გამგეობისთვის და წარმოედგინათ შემდეგი ცნობები: განყოფილების აზრით სად იყო საჭირო სკოლის გახსნა, რა ხარჯს იკისრებდა განყოფილება სკოლის გახსნა-შენახვის საქმეში, ვინ იკისრებდა დანარჩენ ხარჯებს, რამდენი ქართველი მცხოვრები და რამდენი სკოლის ასაკის ბავშვი იყო იმ რაიონში, სადაც უნდა გახსნილიყო სკოლა. საჭირო ცნობების წარდგენის შემდეგ, სკოლის გახსნის მსურველ განყოფილებას შეეძლო თხოვნით მიემართა მთავარი გამგეობისთვის, რომ სკოლათა დებულების გათვალისწინებით, მას აღეძრა შუამდგომლობა ამ საქმესთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მისი მოადგილე – კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადარი – ბაგრატ კონსტნატინეს ძე უგულავა, მდივანი – ივანე იულონის ძე ოსიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსანდრე ცაგარელმა ოლივერ უორდროპს ლონდონში შეხვედრისას საქართველოში მონარქიის აღდგენის შესახებ აზრი ჰკითხა, რადგან უორდროპს ამ საკითხზე 25 წლის წინ ვრცელი წიგნი ჰქონდა დაწერილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: სპირიდონ ხუბულავა, სოლომონ ნესტორის ძე ჯიქია, გრიგოლ ეგნატეს ძე ჯიქია, გაბრიელ ჯიქია და ივანე ადამის ძე ჯალაციანი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ანტონ სტეფანეს ძე ხაბურზანია, პავლე ხარჩილავა, თომა ხარჩილავა და კალისტრატე ხოჭოლავა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ბარდღუ ხახუს ძე ჭოჭუა, ნესტორ სიკოს ძე ცანავა, ვლადიმერ მოსეს ძე ცინდავა და პავლე ჯათუს ძე ცქირია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ვლადიმერ კონსტანტინეს ძე წულეისკირი, გრიგოლ თეიმურაზის ძე ჭაჭია, გიორგი მელიტონის ძე ჭედია და ეკატერინე ჭედიასი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ლევან ივანეს ძე ჩიჩუა, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ჩხოლარია, ალექსანდრე მეფიშვილი და ბათუ როსტომის ძე წულეისკირი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ევგენი გიორგის ძე შენგელაია, ანასტასია იაკობის ასული შუშანია, გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანი და ანტონ ბახვას ძე ჩიჩუა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ესტატე ქუჩულორია, გრიგორი შანავა, იოსებ შანავა და პავლე მიხეილის ძე შელია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ფარნაოზ ნიკოლოზის ძე ფიჩხაია, ივანე იოსების ძე ქავთარაძე, იორდანე ქირია და იოსებ ტოტიას ძე ქობალია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ესმა მანუჩარის ასული ფაღავასი, ივლონ ნიკოლოზის ძე ფიფია, ათანასე ბახვას ძე ფიფია და მათე ასლანის ძე ფიფია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ნადეჟდა ერეკლეს ასული ტყეშელაშვილი, ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა, გიორგი ხარიტონის ძე ფარულავა და აქვსენტი ხახუს ძე ფაღავა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: მიხა საჯაია, ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე, ევგენი ალექსის ძე სიჭინავა და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ტყებუჩავა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: მუხრან ნიკოლოზის ძე რეკვავა, ლავრენტი თეიმურაზის ძე საბახტარიშვილი, გრიგორი სამელია და იაგორ სანიკიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: ბიქტორ მუხრანის ძე პაჭკორია, ესტატე პაჭკორია, ილია იაკობის ძე პირტახია და გრიგორი ტროფიმეს ძე რეიკინი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: გაბრიელ დავითის ძე ოგანეზოვი, ივანე იულონის ძე ოსიძე, ანდრია პეტრეს ძე პატარაია და მიხეილ პეტრეს ძე პატარაია.