საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81551

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს ილია ფერაძემ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვოს“ შესახებ ლექცია წაიკითხა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძე სემინარიაში დიდაქტიკის მასწავლებელი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძემ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში მასწავლებელთა დიდაქტიკის გამოცდა ჩაატარა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვასილ კარბელაშვილმა 12 აგვისტოს საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში ქართული გალობის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვასილ კარბელაშვილი ქართული გალობის მასწავლებელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ისიდორე ტატიშვილი 12 აგვისტოს გამართულ საზაფხულო პედაგოგიურ კურსებს თავმჯდომარეობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელჩუკოვი თბილისის გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელჩუკოვი თბილისში რენტგენის სხივებით გამოკვლევას ატარებდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელჩუკოვი რენტგენის აპარატს ფლობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ ედილაშვილს 32 მანეთი გადაუხადა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო ივანეს ასულ შახაზიზოვ-კამსარაკანის კოჯორში მდებარე ქვითკირის სამსართულიან და ორ ერთსართულიან სახლს ორი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია ივანეს ძე ვახვახიშვილის თელავში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიშენებით, ორსართულიანი კოშკით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფროსინე შევარდენის ასულ ჯღანჯღავას ფოთში მდებარე ხის 3 ერთსართულიან სახლსა და მიწის ნაკვეთს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მანუკ სტეფანეს ძე მამიკონოვს ბაქოში ქვითკირის 2 ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, 2 ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე მიხეილის ასულ ნადიროვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს, დუქნებსა და მიწის ნაკვეთს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია ივანეს ძე ვახვახიშვილს თელავში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიშენებით, ორსართულიანი კოშკით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო ივანეს ასულ შახაზიზოვ-კამსარაკანს კოჯორში ქვითკირის სამსართულიანი და ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მანუკ სტეფანეს ძე მამიკონოვის ბაქოში მდებარე ქვითკირის 2 ერთსართულიან სახლს სარდაფთან, 2 ერთსართულიან ფლიგელსა და მიწის ნაკვეთთან ერთად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ა. ნ. ვაჩნაძემ, ი. ზ. ვაჩნაძემ, ლ. ნ. ყარალაშვილმა, ე. ს. ჯანდიერმა და გ. ზ. ანდრონიკაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სერგო ავეტიქის ძე აირაპეტოვს თბილისში, ფეთხაინის მოსახვევში, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ოთხი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეფროსინე შევარდენის ასულ ჯღანჯღავას ფოთში ხის 3 ერთსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბო აბოვიანცი მენახშირედ მუშაობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს გრიგოლია ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ს. კოხტაშვილი თიანეთის მამასახლისის ნაცვალი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე მიხეილის ასულ ნადიროვს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი, დუქნები და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.