საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში გიორგი ნატროშვილი იკავებდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის” ლიტმუშაკის თანამდებობას.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს გიორგი ნატროშვილმა დაამთავრა სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმი.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს გიორგი ნატროშვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში ნინო დოლიძე იყო ფოთის დრამატული თეატრის მსახიობი.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციაში საორგანიზაციო განყოფილების გამგედ.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ორგანიზაციის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრად.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს ალექსანდრე შანიძემ დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში დიმიტრი ჯანელიძეს ეკავა მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის უმცროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობა.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1938 წლებში ორდე დგებუაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მილიციის სამმართველოს ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსად.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929-1930 წლებში მამია ასათიანი კოლახ-სკოლის პედაგოგი იყო ჩხარში.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს დაიბეჭდა მამია ასათიანის პირველი ლექსი.

1929

ტიპი: ღონისძიება

ვანიონ დარესელმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს სოცდაზღვევის მთავარმა სამმართველომ მწერალთა პრეზიდიუმის დახასიათების საფუძველზე დუტუ მეგრელს აღუდგინა შეჩერებული პენსია.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს დუტუ მეგრელმა გაასაჩივრა სოცდაზღვევის მთავარი სამმართველოს გადაწყვეტილება მისთვის პენსიის შეჩერების შესახებ.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წელს არტემ ახნაზაროვს თვალის დაავადება დაემართა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს არტემ ახნაზაროვმა განათლების სახალხო კომისარიატში მუშაობა თვალის დაავადების გამო შეწყვიტა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელი იღებდა პენსიას 80 მანეთის ოდენობით.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს დუტუ მეგრელს შეწყვეტილი პენსიის აღდგენაში რ. ნაჯაფოვისა და არშავირ მელიქიანის დაწერილი შრომითი დახასიათებები დაეხმარა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს პენსიაზე გასული იაკობ ფანცხავას ანაზღაურება პასუხისმგებელი მუშაკის ანაზღაურების მიხედვით იცვლებოდა.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წელს პენსიაზე გასვლისას იაკობ ფანცხავას საპენსიო თანხა, 210 მანეთი, მთლიანად ფარავდა მის პირად ხარჯებს.

1929

ტიპი: სახელი

1929 წელს შიო მღვიმელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი წინაპრების გვარი იყო ბობნაძე.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელი თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალთან „ოქტომბრელი“.