საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის გამსესხებელი სალაროს დირექტორმა ყაზარიანცმა თბილისის გამგეობას ანგარიში წარუდგინა 1891 წლის განმავლობაში სალაროს საქმიანობის შესახებ.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძეს ზვარი ჰქონდა თელავის მაზრის სოფელ ყვარელში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 19 იანვარს სენაკში სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ძალად ექიმი“ და რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გახუმრება“ წარმოადგინეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიასა და ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული პიესა „აირია მონასტერი“ უარყოფითად არის შეფასებული გაჭიანურებული მოქმედებისა და გაუმართავი სტილის გამო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში გედევან გედევანოვის ბენეფისი გაიმართა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც ალექსი-მესხიშვილმა შესანიშნავად იმღერა რუსულად „შეშლილია“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი და ვასო აბაშიძე.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 30 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის არაკები. ვინც ოცდაათ ცალს და მეტს იყიდდა ნაღდ ფულზე, შეეძლო ცალი 24 კაპიკად შეეძინა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამმართველოში და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიაში 30 კაპიკად იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ანტონ ფურცელაძის მოთხრობა „ვაი მართალთა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის პირველი კრება ჩატარდა, რომელსაც ამხანაგობის დროებითი ხაზინადარი ალექსანდრე გარსევანიშვილი თავმჯდომარეობდა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის ხაზინადრად თომა მთავრიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის მმართველად ალექსანდრე გარსევანიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს გიორგი ზდანოვიჩი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის წევრი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს ალექსანდრე ნანეიშვილი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთი „ივერია" ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იტყობინებოდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრება, რომელიც 19 იანვარს დამსწრეთა სიმცირის გამო ვერ ჩატარდა, საზოგადოების წესდების მე-15 პარაგრაფის თანახმად, განმეორებით დაინიშნა 26 იანვარს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და წიგნების გამომცემელი ამხანაგობის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა არტემ ახნაზაროვის მიერ თარგმნილი ვოლტერის მოთხრობა „ზადიგი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და წიგნების გამომცემელი ამხანაგობის მაღაზიაში იყიდებოდა არტემ ახნაზაროვის მიერ თარგმნილი ალექსანდრე სუმბათაშვილის ოთხმოქმედებიანი დრამა „ბორკილი“ 40 კაპიკად.

1892

ტიპი: მფლობელობა

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტერბურგში გარდაცვლილი პროფ. ი. ი. ჩუბინაშვილის ოთხ დიდ ყუთში მოთავსებული ბიბლიოთეკა გადაეცა.

1892

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ქოლერის ეპიდემიის შესახებ დაბეჭდილ სტატიაში იაკობ სვიმონიძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის გახანგრძლივებას ხელს უმეცრება და გონებრივი სიბნელე უწყობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უნდა შექმნას და ხალხში გაავრცელოს ქართულენოვანი ბროშურები ჰიგიენისა და სხვადასხვა სნეულების მკურნალობის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ იაკობ სვიმონიძის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხანდაზმულთა გადმოცემით, 1830 წელს თბილისში ქოლერის ეპიდემია იყო და მოსახლეობის ნაწილი მანგლისსა და მის მიდამოებში გაიხიზნა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 იანვარს, საღამოს ლოცვის შემდეგ, ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების ინსპექტორს, მისიონერ მღვდელმონაზონ ლეონიდეს თბილისის სიონის ტაძარში ქართულ ენაზე უნდა ექადაგა.

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, კონსტანტინე ყიფიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის ქართული დრამატული საზოგადოების მსახიობებს პირველად უნდა წარმოედგინათ მისი ორი ახალი პიესა: ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ მეგრელთა წარსული ცხოვრების შესახებ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“