რეგისტრირებული ფაქტები81689
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის წევრები იყვნენ: დავით მგალობლიშვილი, ივანე ბარველი, დ. აბდუშელი, პავლე ფრანგიშვილი, ილია მამფორია, ვასილ ურუშაძე, ტასო აბაშიძე, მარო მდივანი და ნატალია ჯავახიშვილი.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ზაფხულში ალექსანდრე წუწუნავამ და მიხეილ ქორელმა შვებულება ქვიშხეთში გაატარეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში სიღნაღის კლუბში ნიკო გვარაძის რეჟისორობითა და იოსებ ჟივიძის ხელმძღვანელობით ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენები იმართებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 30-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარი იყო მიხეილ კავსაძე, აღმოსავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 25-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარის იყო ძუკუ ლოლუა, დასავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ი. დარუაშვილი, გ. იორდანაშვილი, ი. მოსაშვილი, რ. ნასიძე, გ. ხატისკაცი და ა. შ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა ალაგირში ქართული ხალხური სიმღერები ჩაიწერა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ხაშურში შედგა მეომართა დამხმარე კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ: მალეევისა, ჭიჭინაძე, მალეევი, ალ. ქუთათელაძე, სიმონ გამრეკელოვი, ნიკო სიხარულიძე, კონსტანტინე ძნელაძე და ა. შ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-17 წლებში გიორგი ალექსის ძე ჯაფარიძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ზაფხულის სეზონზე ხონის თეატრალური დასის მსახიობები იყვნენ: ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, რ. მაჭარაძე, შალვა ხონელი და ოლიმპიადა ღოღობერიძე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის საზაფხულო სეზონზე ხონის თეატრალური დასის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ფაცია და აგრაფინა ბახტაძეები, მარო ბალანჩივაძე, ლუბა ჩხენკელისა და სხვ.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის ზაფხულში, პირველ მსოფლიო ომში, მოკლეს პოდპორუჩიკი სიმონ გიორგის ძე რატიშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის საზაფხულო სეზონზე ხონის დასის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ტ. გეგელია, ვლადიმერ ზაალის ძე ნადარეიშვილი, რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძე, ივანე თევდორეს ძე ჭავჭანიძე და სხვ.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ზაფხულში, პირველ მსოფლიო ომში, დაიჭრნენ კორნეტი ლუკა თარხნიშვილი, პოდპორუჩიკი კონსტანტინე სოლომონის ძე ჯავრიშვილი, პორუჩიკი კონსტანტინე არჩილის ძე მაღალაშვილი, კაპიტანი ილია ხუციშვილი და პორუჩიკი კონსტანტინე გურგენიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ყაზანში მიწვეულ ივანე სარაჯიშვილსა და ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილს ომიანობის გამო შეთავაზებული ანაზღაურება გაუნახევრეს, ამიტომ მათ წასვლაზე უარი თქვეს.