რეგისტრირებული ფაქტები89585
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წელს ანტონ ფურცელაძე ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგიდან გამოგზავნილ ბარათში სწერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები ერთ ბანკირს შეუსყიდია და მათ განაღდებასთან დაკავშირებით ბანკისთვის პრეტენზიით მიუმართავს. ანტონ ფურცელაძე ილიას ამ წერილის გაცნობას და დროულად გამოხმაურებას სთხოვდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 26 მარტს, საღამოს 7 საათზე, უნდა გამართულიყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება, რომელზეც ა. ენფიაჯიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თამბაქოს მოყვანის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ოფიციალურად აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების დადგენილება, რომლის თანახმად, მას მიეცემოდა პეტერბურგში გასამგზავრებელი ბილეთის საფასური და 14 დღის საცხოვრებელი თანხა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ვასილ კახიძემ დეპეშით აცნობა, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით, განსვენებულ რაფიელ ერისთავს თავისი სურვილისამებრ მშობლიურ სოფელ ქისტაურში დაკრძალავდნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კომისიის მუშაობაში, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სახელმწიფო საბჭოში ამომრჩეველთა კანდიდატების დასახელება. კანდიდატებად ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი აირჩიეს.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე ოლღა ლებედევამ ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის გაუგზავნა ვატიკანში დაცული „ქართლის მოქცევის“ არაბული ხელნაწერის თარგმანი, რომლის შესახებ მოხსენება წაიკითხა ალჟირში გამართულ ორიენტალისტთა XIV საერთაშორისო კონგრესზე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 მარტს სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად ილია ჭავჭავაძის წარდგენის საქმე განიხილეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე არ ესწრებოდა, 40 ხმით ერთის წინააღმდეგ ილია თბილისის გუბერნიიდან სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად აირჩიეს. ვასილ გიორგის ძე მაჩაბელმა ღიად თქვა უარი მისთვის ხმის მიცემაზე.

