საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის ოლქის სასამართლომ გიორგი გოგინაშვილი და ვანო ქარელიძე მიხეილ ხოდიკინის გაძარცვის საქმეში დამნაშავეებად ცნო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 6 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ ხოდიკინი დუხობორი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ესტატე ამაშუკელს გარდაცვალებამე ქართულად უთარგმნია სამოქალაქო და სისხლის სამართლის ორტომეული „წესდება“. მან ტომების დაბეჭდვა სიცოცხლეში ვერ მოასწრო და მხოლოდ ხელნაწერები დატოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით, პეტერბურგის უნივერსიტეტში ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიქტორ კანდელაკი სტიპენდიით ჩაირიცხა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 24 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამეურნეო ბანკის კრებაზე ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნიკოლოზის ზურაბის ძე ჭავჭავაძის მემკვიდრეებმა ალექსანდრე როინიშვილს ქართული ეროვნული მუზეუმისთვის განსვენებულის მიერ დანატოვარი ათი ნივთი გადასცეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 24 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სამეურნეო ბანკის კრებაზე ბანკის დირექტორად ვასილ როსტომის ძე ყიფიანი აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მელიტონ კელენჯერიძეს თერჯოლაში სკოლის დაარსებას სთხოვდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ ხორბალაძე თბილისის მაზრის მომრიგებელ სასამართლოში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე ხუსკივაძესა და ზაქარია ჭიჭინაძეს მადლობა გადაუხადეს სერგეი მესხის სახელობის სახალხო ბიბლიოთეკისა და უფასო სამკითხველოსთვის ქართული წიგნების გადაცემისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 აპრილის „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მარიამ წინამძღვრიშვილსა და ლავრენტი ჯავროვს სოფელ ხოვლეს სამკითხველოში წიგნების გაგზავნისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით გაბრიელ ბარნაბაშვილს მადლობა გადაუხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერი საეკლესიო თხზულებების გადაცემისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით სარდიონ დალაქიშვილს მადლობა გადაუხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი აპირებდა საჯარო ლექციის წაკითხვას კანტის „პრაქტიკული გონების კრიტიკის“ შესახებ.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე გოგიტიძემ მადლობა გადაუხადა ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას გუდაუთის წიგნთსაცავისთვის ცამეტი წიგნის გადაცემის გამო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანმა დაიწყო ისტორიული თხზულების „ცნობანი ძველთა ბერძენთა და რომაელთა მწერალთა კავკასიის შესახებ“ თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ საფრანგეთის საერო განათლების სამინისტრომ ბარონ დე ბაი საარქეოლოგიო მიზნით ამიერკავკასიაში გაგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოვომეისკი თელავში გაგზავნეს წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლის შენობის დასათვალიერებლად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძე თავის პანსიონსა და სასწავლებელში ქალებს საცხოვრებლად იღებდა და იმავდროულად საშუალო სასწავლებელში მისაღებადაც ამზადებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. დიდებულიძემ გახსნა თბილისში პირველი კერძო პანსიონი ქალებისთვის.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 22 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რკინიგზის უფროსის, ე. ლ. ვედენევის თანამდებობას დროებით აკორენკო ასრულებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ფრანგი არქეოლოგი ბარონი დე ბაი განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდა ინფორმაციას თამარ მეფის დროის ნაშთებისა და მწერლობის შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 5 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მ. ა. სუსანოვმა კავკასიის მთავარმართებელთან საჩივარი შეიტანა. ის ჩიოდა, რომ მოქალაქეები ბეგარას უწესრიგოდ იხდიდნენ.